საბავშვო ბიბლიაSample
ქალწული ხმაურიან გორაკზე იდგა, მისი მწუხარე თვალები საშინელ სანახაობას უყურებდა. მისი ძე კვდებოდა. დედა მარიამი იყო და ის იდგა იმ ადგილის მახლობლად, სადაც იესო ჯვარზე იყო გაკრული.
როგორ მოხდა ეს ყოველივე? როგორ შეიძლებოდა იესოს დაესრულებინა ასეთი მშვენიერი ცხოვრება ასეთი საშინელი გზით?
როგორ შეიძლებოდა ღმერთს დაეშვა საკუთარი ძის ჯვარზე გაკვრა, რომ იქ მომკვდარიყო? იესო შეცდა იმაში, თუ ვინ იყო ის? ღმერთი დამარცხდა?
არა! ღმერთი არ დამარცხებულა. იესოს არ დაუშვია შეცდომა. იესომ ყოველთვის იცოდა, რომ მოკლავდნენ უკეთური ადამიანები. მაშინაც კი, როდესაც იესო ყრმა იყო, მოხუცმა კაცმა, სახელად სიმონმა, უთხრა მარიამს, რომ განსაცდელი ელოდა წინ.
იესოს მოკვლამდე რამდენიმე დღის წინ, იესოსთან მოვიდა ქალი და დაღვარა მის ფეხებზე ნელსაცხებელი. „ის ფულს ფლანგავს” – უკმაყოფილება გამოთქვეს მოციქულებმა. „მან კარგი საქმე გააკეთა” - თქვა იესომ. „მან ეს ჩემი დაკრძალვისთვის გააკეთა”. რა უცნაური სიტყვებია!
ამის შემდეგ, იუდა, ქრისტეს მოციქულებიდან ერთ- ერთი, მღვდელმთავარს შეუთანხმდა, ეღალატა იესოსთვის 30 ვერცხლად.
ებრაული პასექის დღესასწაულზე იესოს უკანასკნელი ნადიმი ჰქონდა თავის მოციქულებთან. მან მოუყვა მათ ღმერთის საოცარი საქმეებისა და მისი დანაპირების შესახებ მათთვის ვისაც უყვარს ის.
შემდეგ იესომ მისცა მათ პური და ჭიქა, რათა გაენაწილებინათ. ეს მათ შესახსენებლად იყო, რომ იესოს ხორცი და სისხლი მიეცემოდათ მათ ცოდვათა მისატევებლად.
მაშინ იესომ უთხრა მის მეგობრებს, რომ მას უღალატებდნენ, ხოლო ისინი გაიფანტებოდნენ. „მე არ მიგატოვებ” - დაჟინებით ამბობდა პეტრე. „სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ შენ” - თქვა იესომ.
გვიან, იმ ღამით, იესო წავიდა გეთსიმანიის ბაღში სალოცავად. მოციქულებს, რომლებიც მასთან იყვნენ, ჩაეძინათ. „მამაო” - ლოცულობდა იესო, „. . ამაცილე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი”.
უეცრად, ბაღში შემოიჭრა ხალხი იუდას ხელმძღვანელობით. იესოს არ გაუწევია წინააღმდეგობა, მაგრამ პეტრემ ერთ კაცს ყური ჩამოათალა. იესო ჩუმად შეეხო კაცის ყურს და განკურნა იგი. იესომ იცოდა, რომ მისი დატყვევება ღმერთის ნება იყო.
ბრბომ იესო მღვდელმთავრის სახლში წაიყვანა. იქ ებრაელმა წინამძღოლებმა თქვეს, რომ იესო უნდა მომკვდარიყო. იქვე, მახლობლად, პეტრე იდგა მსახურების ცეცხლის გვერდით და უყურებდა.
სამჯერ შეხედა ხალხმა პეტრეს და უთხრა: „შენ ხომ მასთან იყავი!” სამჯერ უარყო პეტრემ, ზუსტად ისე, როგორც იესომ უთხრა, რომ გააკეთებდა. პეტრე იფიცებოდა და დაჟინებით უარყოფდა კიდეც.
მაშინ მამალმა იყივლა. ეს პეტრეს ღმერთის ხმად მოეჩვენა. გაახსენდა იესოს სიტყვები პეტრეს და მწარედ ატირდა.
იუდაც დამწუხრდა. მან იცოდა, რომ იესოს არ ჰქონდა რაიმე ცოდვა ან დანაშაული. იუდამ უკან დააბრუნა 30 ვერცხლი, მაგრამ მღვდლები არ იღებდნენ.
იუდამ მიწაზე დაყარა ფული, გავიდა გარეთ და თავი ჩამოიხრჩო.
მღვდლებმა რომაელ მმართველთან, პილატესთან მიიყვანეს იესო, პილატემ თქვა: „მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში”. მაგრამ ბრბო დაჟინებით გაიძახოდა: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!”
საბოლოოდ, პილატე დანებდა და იესოს ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯა. ჯარისკაცები სილას აწნავდნენ იესოს, სახეში აფურთხებდნენ და შოლტით სცემდნენ. მათ სასტიკი გვირგვინი დაწნეს გრძელი, ბასრი ეკლებით და თავზე დაადგეს. შემდეგ ლურსმნებით ხის ჯვარზე გააკრეს, რათა მომკვდარიყო.
იესომ ყოველთვის იცოდა, რომ ასე მოკვდებოდა. მან იცოდა ისიც, რომ მისი სიკვდილი ცოდვებისგან ხსნას მოუტანდა ცოდვილებს, რომლებიც მასზე ამყარებენ იმედს. იესოსთან ერთდ ორი ბოროტმოქმედი აცვეს ჯვარს. ერთმა ირწმუნა იესოსი და სამოთხეში შევიდა. მეორემ არა.
საათობით წამების შემდეგ, იესომ თქვა: „აღსრულდა”, და განუტევა სული. მისი მისა დასრულებული იყო. მეგობრებმა ის კერძო სამარხში დაასვენეს.
შემდეგ რომაელმა ჯარისკაცებმა დაგმანეს სამარხი და მას მცველები დაუყენეს. ახლა არავის შეეძლო შიგ შესვლა ან გამოსვლა.
ეს რომ ყოფილიყო ამბის დასასრული, რამდენად სამწუხარო იქნებოდა იგი. მაგრამ ღმერთმა რაღაც საკვირველი მოახდინა. იესო არ დარჩენილა მკვდარი.
კვირის პირველი დღის გამთენიისას იესოს ზოგიერთმა მოციქულმა გამოქვაბულიდან გადაგორებული ლოდი იპოვა. როდესაც მათ შიგნით შეიხედეს, იესო იქ უკვე აღარ იყო.
ერთი ქალი იქ დარჩა, სამარხთან მტირალი. მას იესო ეჩვენა! იგი უკან გაიქცა სიხარულით, რათა სხვა მოციქულებისთვის ეცნობებინა. „იესო ცოცხალია! იესო მკვდრეთით აღდგა!”
მალე იესო მივიდა მოციქულებთან და უჩვენა მათ ლურსმნით დაზიანებული ხელები. მართალი იყო. იესო ისევ ცოცხალი იყო! მან მიუტევა პეტრეს მისი უარყოფა და უთხრა მოციქულებს, რომ ყველასთვის ეუწყებინათ მის შესახებ. შემდეგ ის დაბრუნდა სასუფეველში, საიდანაც მოვიდა.
დასასრული
Scripture
About this Plan
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან წამოვედით? რატომ არის მსოფლიოში ამდენი უბედურება? არსებობს რაიმე იმედი? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? მოიძიეთ პასუხები, როდესაც წაიკითხავთ მსოფლიოს ამ ნამდვილ ისტორიას.
More