YouVersion Logo
Search Icon

საბავშვო ბიბლიაSample

საბავშვო ბიბლია

DAY 2 OF 7

ღმერთმა შექმნა ყველაფერი! როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი კაცი, ადამი, ის დაასახლა ედემის ბაღში თავის ცოლთან, ევასთან ერთად. ისინი სრულიად ბედნიერები იყვნენ, როცა ემორჩილებოდნენ ღმერთს და ტკბებოდნენ მისი სიახლოვით ვიდრე ერთ დღეს ...

„მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?” - ჰკითხა გველმა ევას. „ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, გარდა ერთისა,” - უპასუხა მან. „თუ იმის ნაყოფს შევჭამთ ან გავეკარებით, მოვკვდებით”. „არ მოკვდებით,” დამცინავი ღიმილით მიუგო გველმა.

„ღმერთივით შეიქნებით”. ევას მოუნდა იმ ხის ნაყოფი. მან დაუჯერა გველს და ნაყოფი შეჭამა.

მას შემდეგ, რაც ევა არ დაემორჩილა ღმერთს, მან ადამსაც აჭამა ის ნაყოფი. ადამს უნდა ეთქვა: „არა! მე არ ვუღალატებ ღვთის სიტყვას”.

როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ორივემ დაინახა, რომ შიშვლები იყვნენ. ლეღვის ფოთლებით წინსაფრები შეიკერეს, სხეულები დაიფარეს და ღმერთის სიახლოვეს ბუჩქებში ემალებოდნენ.

შეღამებისას ღმერთი ბაღში მოვიდა. მან იცოდა, რაც გააკეთეს ადამმა და ევამ. ადამმა ევას დასდო ბრალი. ევამ გველი დაადანაშაულა. ღმერთმა თქვა: „გველი დაწყევლილია. ქალს ტკივილი ექნება ბავშვების გაჩენისას”.

„ადამ, რადგანაც შენ შესცოდე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო ძეძვით და ეკალით. მძიმედ იშრომებ და ოფლით მოიპოვებ ყოველდღიურ საკვებს”.

ღმერთმა გაუშვა ადამი და ევა საოცარი ბაღიდან. რადგანაც მათ შესცოდეს, ისინი დაშორდნენ სიცოცხლის მომნიჭებელ ღმერთს!

ღმერთმა ცეცხლოვანი მახვილი შექმნა, რათა ისინი არ შემოეშვა. ღმერთმა ადამს და ევას ტყავის სამოსელი გაუკეთა. საიდან აიღო ღმერთმა ტყავი?

მალევე, ადამს და ევას ოჯახი შეექმნათ. მათი პირველი ვაჟი, კაენი მებაღე იყო. მათი მეორე ვაჟი, აბელი მეცხვარე იყო.

ერთ დღეს კაენმა მიართვა ღმერთს ძღვნად ბოსტნეული. აბელმაც მიართვა თავისი ფარიდან რჩეული ცხვარი ძღვნად ღმერთს. ღმერთს მოეწონა აბელის ძღვენი.

ღმერთს არ მოეწონა კაენის ძღვენი. კაენი გაბრაზდა. მაგრამ ღმერთმა თქვა: „იმას რომ აკეთებდე, რაც სწორია, უარყოფილი იქნები?”

კაენს ბრაზი არ გადასვლია. გარკვეული ხნის შემდეგ მინდორში თავს დაესხა აბელს და მოკლა იგი!

ღმერთი ესაუბრა კაენს. „სად არის შენი ძმა, აბელი?” „არ ვიცი” - მოიტყუა კაენმა. „ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ” ღმერთმა დასაჯა კაენი მისთვის მიწის დამუშავების შესაძლებლობის წართმევით და გახადა მოხეტიალე.

კაენი გაეცალა უფლის სახეს. ის დაქორწინდა ადამისა და ევას ქალიშვილზე. მათ ეყოლათ შვილები. მალე, კაენის შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა აავსეს ქალაქი, რომელიც მან დააფუძნა.

ამასობაში, ადამისა და ევას ოჯახი სწრაფად გაიზარდა. იმ დღეებში ხალხი გაცილებით დიდ ხანს ცოცხლობდა ვიდრე დღეს.

როცა ევას ვაჟი, შეთი დაიბადა, თქვა ევამ: „მომმადლა ღმერთმა შეთი აბელის სანაცვლოდ”. შეთი იყო ღვთიური კაცი, რომელმაც 912 წელი იცოცხლა და მრავალი შვილი ეყოლა.

ქვეყნად, ადამიანები უფრო და უფრო უკეთურები გახდნენ თაობების ცვლასთან ერთად. საბოლოოდ, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ გაენადგურებინა ადამიანთა მოდგმა და ...

... ყველა ცხოველი და ფრინველი. ღმერთმა ინანა, რომ შექმნა კაცი. მაგრამ ერთმა კაცმა მადლი პოვა ღმერთის თვალში ...

ეს კაცი იყო ნოე. შეთის შთამომავალი ნოე მართალი და უდანაშაულო კაცი იყო. იგი ღმერთთან დადიოდა.

მან თავის სამ ვაჟსაც ასწავლა ღვთის მორჩილება. ახლა ღმერთი გეგმავდა, გამოეყენებინა ნოე ძალიან უცნაურად და განსაკუთრებულად!

დასასრული

Day 1Day 3

About this Plan

საბავშვო ბიბლია

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან წამოვედით? რატომ არის მსოფლიოში ამდენი უბედურება? არსებობს რაიმე იმედი? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? მოიძიეთ პასუხები, როდესაც წაიკითხავთ მსოფლიოს ამ ნამდვილ ისტორიას.

More