1
Genesis 22:14
ბიბლია
და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად: „უფალი გამოაჩენს;“ როგორც ამბობენ მას შემდეგ: უფლის მთაზე გამოჩნდებაო.
Thelekisa
Phonononga Genesis 22:14
2
Genesis 22:2
და უთხრა მან: „წაიყვანე ისააკი, ძე შენი ერთადერთი, რომელიც გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც მე გეტყვი.“
Phonononga Genesis 22:2
3
Genesis 22:12
და უთხრა ანგელოზმა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან ახლა გავიგე, რომ ღვთისმოშიში ხარ, და შენი ერთადერთი ძე გაიმეტე ჩემთვის.“
Phonononga Genesis 22:12
4
Genesis 22:8
და უთხრა აბრაამმა: „ჩემო შვილო, ღმერთი თავად გამონახავს კრავს სრულადდასაწველად.“ ორივემ ერთად გააგრძელეს გზა.
Phonononga Genesis 22:8
5
Genesis 22:17-18
გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით! და დაიმკვიდრებს შენი მოდგმა თავისი მტრების კარიბჭეებს! და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა!“
Phonononga Genesis 22:17-18
6
Genesis 22:1
და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და მიუგო აბრაამმა: „აქა ვარ!“
Phonononga Genesis 22:1
7
Genesis 22:11
და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: „აბრაამ, აბრაამ!“ მიუგო: „აქა ვარ!“
Phonononga Genesis 22:11
8
Genesis 22:15-16
და მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ზეციდან მეორედ, და უთხრა: „თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი
Phonononga Genesis 22:15-16
9
Genesis 22:9
და მივიდნენ იმ ადგილას, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოს შეშაზე.
Phonononga Genesis 22:9
Home
Bible
Plans
Videos