YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 19

19
სიხარული ბაბილონის დაცემის გამო
1ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღვთისაა!
2რადგან ჭეშმარიტნი და სამართლიანნია მისი განკითხვანი, რადგან მან განიკითხა დიდი მეძავი, რომელმაც წარყვნა მიწა თავისი მეძაობით, და იძია თავისი მონების სისხლი მისი ხელიდან“.
3განმეორებით თქვეს: „ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე“.
4ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! ალილუია!“
5ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველნი მისნი მსახურნი, მისნი მოშიშნი, პატარები თუ დიდები“.
6გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.
7გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
8მიეცა მას, რომ ჩაეცვა ნათელი და წმიდა ბისონი, ვინაიდან წმიდა ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა“.
9მითხრა მე: „დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი“. მითხრა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“.
10დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია“.
თეთრცხენოსანი მხედარი,
მეფეთა მეფე და უფალთა უფალი
11ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი ჯიღა ადგია და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის.
13მოსავს სისხლში ამოვლებული სამოსელი. და ეწოდება სახელად: „ღვთის სიტყვა“.
14ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი.
15მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
16მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“.
მხეცი ჩაგდებულია ცეცხლის ტბაში
17ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. დაიყვირა მან დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომლებიც დაფრინავდნენ ზეცის შუაგულში: „მოდით, შემოკრბით ღვთის დიდ სერობაზე,
18რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, მცირისა და დიდის ხორცი“.
19ვიხილე მხეცი და მიწის მეფენი და მათი ლაშქარნი შეკრებილნი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
20შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა.
21დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე მჯდომარის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy