1
გამოცხ. 19:7
ბიბლია
გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
Compare
Explore გამოცხ. 19:7
2
გამოცხ. 19:16
მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“.
Explore გამოცხ. 19:16
3
გამოცხ. 19:11
ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
Explore გამოცხ. 19:11
4
გამოცხ. 19:12-13
მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი ჯიღა ადგია და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის. მოსავს სისხლში ამოვლებული სამოსელი. და ეწოდება სახელად: „ღვთის სიტყვა“.
Explore გამოცხ. 19:12-13
5
გამოცხ. 19:15
მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
Explore გამოცხ. 19:15
6
გამოცხ. 19:20
შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა.
Explore გამოცხ. 19:20
YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy
Home
Bible
Plans
Videos