Genesis 2

2
1და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი. 2და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.#გამ 20:11.#ებრ 4:4,10. 3და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
4ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას, 5არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა; 6მხოლოდ ნისლი ადიოდა წიაღიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს. 7და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი#2:7 ადამი: კაცი. მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.#1კო 15:45. 8და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. 9და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი – ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.#გცხ 2:7; 22:2,14.
10და მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. 11ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას მთელ ქვეყანას, სადაც ოქროა. 12და ოქრო იმ ქვეყნისა კარგია. იქ არის სამყეც და ძვირფასი ქვაც. 13მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელ ქუშის ქვეყანას. 14მესამე მდინარის სახელია ტიგროსი; #2:14 ტიგროსი: ძველებრაული ხიდიკელი, მოიხსენიება დან. 10:4-ში. იგი აღმოსავლეთით ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ევფრატი. 15და აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დასვა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16და უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეგიძლია ამ ბაღში, 17ოღონდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები.“
18და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მის შესაფერ შემწეს.“ 19და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ენახა, რას დაარქმევდა; და რომელ სულდგმულს რას უწოდებდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. 20და უწოდა ადამმა სახელები ყველა შინაურ პირუტყვს, ცის ფრინველთ და ველის ყველა ცხოველს, მაგრამ არ გამოუჩნდა შემწე – თავისი შესაფერი. 21და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ძილქუში ადამს და, როცა დაეძინა, ერთი ნეკნი გამოუღო და ის ადგილი ხორცით ამოუვსო. 22და ააშენა უფალმა ღმერთმა დედაკაცი იმ ნეკნისაგან, კაცს რომ გამოუღო, და მიუყვანა ადამს. 23და თქვა ადამმა: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცია ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ეწოდოს მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.“ 24ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.#მთ 19:5; მრკ 10:7,8; 1კო 6:16; ეფს 5:31. 25და შიშველნი იყვნენ ორივენი, კაციც და მისი ცოლიც, და არ ერიდებოდათ.

Currently Selected:

Genesis 2: ქბსვ

Qaqambisa

Share

Copy

None

Ufuna ukuba iimbalasane zakho zigcinwe kuzo zonke izixhobo zakho? Bhalisela okanye ngena