Akara Njirimara YouVersion
Akara Eji Eme Ọchịchọ

Luke 20

20
1მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, როდესაც იგი ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად 2და უთხრეს: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ 3მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით: 4იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო, თუ კაცთაგან?“ 5ისინი ერთმანეთში თათბირობდნენ: „თუ ვიტყვით, ‘ზეციდან,’ იტყვის: ‘რატომ არ იწამეთ მისი?’ 6თუ ვიტყვით ‘კაცთაგან,’ მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, რადგან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“ 7და მიუგეს, რომ არ იცოდნენ, საიდან იყო. 8იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“
9და დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწის მუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით. #ესა 5:1. 10როდესაც დრო მოვიდა, მსახური გაუგზავნა მიწის მუშაკებს, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწის მუშაკებმა სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 11კვლავ გაუგზავნა სხვა მსახური. მასაც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს. 12მერე მესამე გაგზავნა. დაჭრეს იგი და გარეთ გააგდეს. 13თქვა ვენახის პატრონმა: ‘როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.’ 14მაგრამ მიწის მუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენი იქნება.’ 15გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი? 16მოვა, ამოწყვეტს იმ მიწის მუშაკებს და ვენახს სხვებს ჩააბარებს.“ ვინც მოისმინა, თქვეს: „ღმერთმა ნუ ქნას!“ 17მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა’?#ფს 117:22. 18ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“ 19მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სწორედ ამ დროს მოინდომეს, ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
20და უთვალთვალებდნენ მას, მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და ხელისუფლებისათვის და გამგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ. 21ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. 22უნდა მივცეთ თუ არა ხარკი კეისარს?“ 23მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: 24„მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს სახე და წარწერა?“ თქვეს: „კეისრისა.“ 25უთხრა მათ: „მაშ, მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“ 26ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
27მიუახლოვდა ზოგიერთი სადუკეველთაგან, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: #საქ 23:8. 28„მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’#რჯ 25:5. 29იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ. 30და მეორემაც 31და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შვილი, და დაიხოცნენ. 32ბოლოს ქალიც მოკვდა. 33მაშ, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ 34და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან, 35ხოლო ვინც ღირსი იქნება მოიპოვოს ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავს, არც თხოვდება, 36რადგან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი. 37ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როდესაც აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. #გამ 3:6. 38ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან მისთვის ყველა ცოცხალია.“ 39მიუგეს ზოგიერთებმა მწიგნობართაგან და უთხრეს: „კარგად თქვი, მოძღვარო.“ 40და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის.
41ხოლო მან უთხრა მათ: „როგორ ამბობენ, ქრისტე დავითის ძე არის? 42თავად დავითი ხომ ამბობს ფსალმუნთა წიგნში: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, #ფს 109:1. 43ვიდრე შენს მტრებს ვაქცევდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად.’ 44აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“
45და როდესაც მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს: 46„ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსით სიარული და უყვართ მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე, 47რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“

Nke Ahọpụtara Ugbu A:

Luke 20: სბს

Mee ka ọ bụrụ isi

Kesaa

Mapịa

None

Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye