Akara Njirimara YouVersion
Akara Eji Eme Ọchịchọ

Luke 19

19
1მივიდა იერიქოში და გადიოდა ქალაქზე. 2და იყო იქ ერთი კაცი, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი და მდიდარი. 3და ცდილობდა დაენახა, ვინ იყო იესო, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, რადგან ტანად დაბალი იყო. 4წინ გაიქცა და ლეღვის #19:4 ზოგ თარგმანში: სიკომოროს.ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იქით უნდა გაევლო მას. 5იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.“ 6და სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. 7როდესაც ეს დაინახეს, ყველა დრტვინავდა ამბობდა: „ცოდვილ კაცთან შევიდა.“ 8ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიტყუებია, ოთხმაგად მივაგებ.“ 9უთხრა მას იესომ: „დღეს ამ სახლს ხსნა მოევლინა, რაკი ისიც აბრაამის ძეა. 10რადგან კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა.“#მთ 18:11.
11და დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მსმენელებს ეგონათ, ძალიან მალე გამოჩნდებოდა ღმერთის სასუფეველი. #მთ 25:14-30. 12ამის გამო თქვა: „ერთი კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. 13დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ‘ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთ.’ 14მაგრამ მის თანამოქალაქეებს სძულდათ იგი და ელჩობა დაადევნეს უკან სათქმელად: ‘არ გვსურს მაგის მეფობა ჩვენზე.’ 15როდესაც მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მიეგვარათ ის მსახურები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა მოივაჭრა. 16მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.’ 17უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება.’ 18მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა.’ 19მასაც უთხრა: ‘შენც ხუთ ქალაქზე იყავი.’ 20მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული, 21შემეშინდა, რადგან სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდვია და იმკი, რაც არ დაგითესია.’ 22უთხრა მას: ‘შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მსახურო! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდვია და ვიმკი, რაც არ დამითესია. 23რატომ არ ჩადე ჩემი ვერცხლი სავაჭროში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?’ 24და იქ მდგომთ უთხრა: ‘წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.’ 25უთხრეს მას: ‘უფალო, მას ათი მნა აქვს.’ 26‘გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონებელს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. #მთ 13:12; მრკ 4:25; ლკ 8:18. 27ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე გავმეფებულიყავი, მოიყვანეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე.’“
28თქვა ეს და გაემართა იერუსალიმში ასასვლელად. 29და როდესაც მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთასთან, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება, გაგზავნა ორი მოწაფე, 30და უთხრა მათ: „წადით გაღმა სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ ადამიანი არ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ. 31თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ ხსნითო, ასე უთხარით: ‘მის უფალს სჭირდება.’“ 32წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა. 33და როდესაც ჩოჩორს ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ ხსნით ამ ჩოჩორს?“ 34მათ თქვეს: „იმიტომ, რომ მის უფალს სჭირდება.“ 35მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო. 36და როდესაც მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა. 37როდესაც ის უახლოვდებოდა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღმერთის ხოტბა-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს. 38ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“ #ფს 117:26. 39ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, აუკრძალე შენს მოწაფეებს.“ 40მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ!“ 41და როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო. 42თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც შეგეცნო, რა არის შენთვის სამშვიდობო! მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან. 43რადგან დაგიდგება დღეები, როდესაც მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ მიწაყრილს, შემოგერტყმიან და შეგავიწროვებენ ყოველი მხრიდან. 44მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში, ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ, რადგან ვერ გაიგე შენი მონახულების ჟამი.“
45და შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა. 46უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს. თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად აქციეთ იგი.’“ #ესა 56:7; იერ 7:11. 47და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის თავკაცნი ცდილობდნენ მის დაღუპვას. #ლკ 21:37. 48მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს, რა ეღონათ, რადგან მთელი ხალხი მიჰყვებოდა და უსმენდა მას.

Nke Ahọpụtara Ugbu A:

Luke 19: სბს

Mee ka ọ bụrụ isi

Kesaa

Mapịa

None

Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye