YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 84

84
1გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი.
2ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.
3აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა.
4აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
5მოგვაქციე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
6ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
7ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით?
8გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი.
9მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ერზე, და თავის წმიდებზე, თუკი დაგმობენ სიბრიყვეს.
10მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
11წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
12ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.
13უფალი გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს.
14სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.

Currently Selected:

ფსალმ. 84: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in