YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 83

83
1გუნდის ლოტბარს. გათითის ხმაზე. კორახის ძეთა. ფსალმუნი.
2რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
3ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს; გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან ცოცხალ ღმერთს.
4ჩიტმაც კი ჰპოვა ბინა და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას თავისი ბარტყები შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
5ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი, რომლებიც მარადჟამს განგადიდებენ.
6ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, რომელთაც გული შენი საწმიდარისკენ მოუწევთ.
7გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ, და კურთხევით დაფარავს მათ ადრეული წვიმები შემოდგომისა.
8ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
9უფალო, ღმერთო ძალთა, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა.
10ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს!
11რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასჯერ უმჯობესია; ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
12რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ დაუჭერს უბიწოდ მოარულთ.
13უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.

Currently Selected:

ფსალმ. 83: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in