YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 85

85
1ლოცვა დავითისა. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.
2დაიფარე ჩემი სული, რადგან შენი მოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს.
3შემიწყალე, უფალო, რამეთუ შენ მოგიხმობ ყოველდღე.
4ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
5რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
6მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა,
7ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
8არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.
9ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს;
10რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ერთი ღმერთი.
11დამაყენე, უფალო, შენს გზაზე, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
12გადიდებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და პატივს მივაგებ შენს სახელს უკუნისამდე.
13რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და დაიხსენ ჩემი სული შავეთის უფსკრულებიდან.
14ღმერთო! და მტარვალთა კრებულმა იძია ჩემი სული, და არ შეგრაცხეს თავიანთ წინაშე.
15ხოლო შენ, უფალო, შემბრალე ხარ და მოწყალე ღმერთი, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
16მოიქეც ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა.
17მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.

Currently Selected:

ფსალმ. 85: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in