Zechariah 6
6
1კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი გამოდის ხეობიდან ორ მთას შუა; და ის მთები ბრინჯაოსი იყო. 2პირველ ეტლში წითელი ცხენები ება, მეორე ეტლში – შავი ცხენები.#გცხ 6:4; გცხ 6:5. 3მესამე ეტლში – თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში – ჩალა ცხენები.#გცხ 6:2. 4ხმა ამოვიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“ 5მომიგო ანგელოზმა და მითხრა: „ეს ცის ის ოთხი სული გამოდის, რომლებიც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.#გცხ 7:1. 6წითელი ცხენები აღმოსავლეთისკენ გამოდიან, შავი ცხენები – ჩრდილოეთის ქვეყნისკენ, თეთრები – დასავლეთისკენ, ჩალა ულაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.“ 7ჩალა ულაყები გამოვიდნენ და მიიწევდნენ, რათა შემოევლოთ ქვეყანა; და მან უთხრა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა!“ და მოიარეს ქვეყანა. 8დამიძახა და ასე მითხრა: „შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.“
9და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: 10გამოართვი ტყვედნამყოფთ: ხელდაის, ტობიას, და იედაყიას, რომლებიც ბაბილონიდან დაბრუნდნენ; წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, 11გამოართვი ოქრო და ვერცხლი და გააკეთე გვირგვინები და დაადგი თავზე დიდ მღვდელს, იესო იეჰოცადაკის ძეს. 12უთხარი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი, რომლის სახელიც არის მორჩი, რადგან თავისი ფესვიდან აღმოცენდება და ააგებს უფლის ტაძარს.#იერ 23:5; 33:15; ზაქ 3:8. 13ის ააგებს უფლის ტაძარს და მიიღებს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება დიდი მღვდელი თავის ტახტზე და მშვიდობა იქნება ამ ორთა შორის. 14და სამახსოვროდ გვირგვინი ჰქონდეთ ხელემს, ტობიას, იედაყიას და ხენს – ცეფანიას ძეს – უფლის ტაძარში.
15შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს. და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაიგონებთ თქვენი უფალი ღმერთის ხმას.
Currently Selected:
Zechariah 6: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა