YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 5

5
1კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, მოფრიალებს გრაგნილი. 2მან მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი მე: „აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით 20 წყრთა არის, სიგანით – ათი წყრთა.“ 3მან მითხრა: „ეს არის წყევლა, მთელს დედამიწაზე გადმომავალი, რადგან ყოველი მპარავი უნდა მოიკვეთოს, როგორც დაწერილია მის ერთ მხარეს, და ყოველი ცრუ მოფიცარი უნდა მოიკვეთოს, როგორც დაწერილია მის მეორე მხარეს. 4მე გამოვიხმე იგი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცრუდ მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ქვასა და ხეს.“
5გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „აახილე თვალი და დაინახე! რა არის ეს, რომ გამოდის?“ 6მე ვკითხე: „რა არის?“ მითხრა: „ეს საწყაო#5:6 ებრ ეფა ჩანს, რომელიც გამოდის.“ და თქვა: „ეს არის მათი სახე მთელს ქვეყანაზე.“ 7აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია, და იქ ერთი ქალი იჯდა შუა საწყაოში. 8და თქვა მან: „ეს არის ურჯულოება.“ და მან ჩააგდო იგი საწყაოში და ტყვიის ნაჭერი დაახურა ზედ. 9და ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი შლიდა მათ ფრთებს, ფრთებად კი ყანჩის ფრთები ჰქონდათ. და ასწიეს მათ საწყაო ცასა და მიწას შუა. 10ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „სად მიაქვთ ეს ეფა?“ 11მაშინ მითხრა მან მე: „შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ, და როცა მზად იქნება, თავის საძირკველზე დაიდგმება იგი.“

Currently Selected:

Zechariah 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in