Zechariah 7
7
1დარიოს მეფის მეფობის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი მეცხრე თვის, რომელსაც ქისლევი ეწოდება, მეოთხე დღეს, 2როცა გაგზავნა ბეთელმა სარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცავად 3და ცაბაოთ უფლის სახლში მყოფი მღვდლებისა და წინასწარმეტყველებისათვის რომ ეკითხათ: „ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც ამას უკვე მრავალი წელია ვაკეთებ?“ 4და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული: 5ასე უთხარი ქვეყნის მთელ ხალხსა და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში მთელი ამ 70 წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? ნუთუ ჩემთვის? 6და როცა ჭამთ და, როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და განა თქვენთვის არა სვამთ? 7განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა უწინდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი ჯერ კიდევ დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მის ირგვლივ ქალაქები, სამხრეთი ქვეყანა და დაბლობი დასახლებული იყო?
8და იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი: 9ასე ამბობდა ცაბაოთ უფალი მაშინ: ქმენით სწორი სამართალი, ყველა კეთილად და მოწყალებით მოექცეს თავის მოძმეს; 10ქვრივ-ობლებს, ხიზანსა და ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, და ბოროტებას გულში ნუ ჩაიდებთ ერთმანეთის მიმართ. 11მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, ზურგი მაქციეს და ყურები დაიყრუეს, რომ არ ესმინათ. 12გულები გაიქვავეს, რომ არ მოესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებსაც აგზავნიდა ცაბაოთ უფალი თავისი სულით, უწინდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც დიდი რისხვა დაატეხა მათ ცაბაოთ უფალმა. 13და იყო, როგორც ის მოუხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე როცა ისინი მიხმობდნენ, მე არ ვუსმენდი მათ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. 14და მე გავფანტე ისინი წარმართთა შორის, რომელთაც ისინი არ იცნობდნენ, და გაუდაბურდა ქვეყანა მათ შემდეგ, ისე რომ აღარ იყო იქ გამვლელ-გამომვლელი, და მათ უდაბნოდ აქციეს რჩეული ქვეყანა.
Currently Selected:
Zechariah 7: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა