YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 4

4
1მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. 2მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი: „აჰა, ვხედავ მთლიან ოქროს სასანთლეს, თავზე პატარა საზეთური ჯამი ადგას, და შვიდი ლამპარი და შვიდი საწრეტი ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა; 3ორი ზეთისხილის ხეა მასზე, ერთი ჯამის მარჯვნივ, მეორე მის მარცხნივ.“#გცხ 11:4. 4ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“ 5მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „განა არ იცი, რა არის ესენი?“ ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო.“ 6მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელისადმი თქმული: არა კაცთა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით, – ამბობს ცაბაოთ უფალი.#ეზრ 5:2. 7რა ხარ შენ, დიდო მთაო, ზერუბაბელის წინაშე? შენ ვაკე ხარ, გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!“
8იყო უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული: 9„ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ ტაძრის საძირკველი; და მისივე ხელი დაასრულებს მას, და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. 10რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში.
უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ უმზერენ.“#გცხ 5:6. 11მაშინ მივუგე მე და ვუთხარი: „რა არის ეს ორი ზეთისხილის რტო სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?“#გცხ 11:4. 12მეორედ მივუგე და ვუთხარი: „რა არის ეს ზეთისხილის ორი რტო ორი ოქროს მილაკიდან რომ მოსწვეთს ოქროსფერი ზეთი?“ 13მითხრა: „არ იცი, რა არის ეს?“ ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო.“ 14მითხრა: „ეს ორი მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგომია, ზეთით ცხებული.“

Currently Selected:

Zechariah 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in