YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 3

3
1დამანახვა მან იესო, დიდი მღვდელი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის წინააღმდეგ რომ ემოქმედა.#ეზრ 5:2; გცხ 12:10. 2უთხრა უფალმა სატანას: „გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან გამოგლეჯილი მუგუზალი არ არის?“#იუდ 9. 3იესოს ჭუჭყიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე, 4რომელმაც უთხრა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ ჭუჭყიანი სამოსელი!“ ხოლო მას უთხრა: „აჰა, წარგხოცე ბრალი და საზეიმო სამოსლით გმოსავ.“ 5და თქვა: „დაახურეთ თავზე წმიდა კიდარი.“ და დაახურეს წმიდა კიდარი თავზე და შემოსეს სამოსელი. უფლის ანგელოზი კი იდგა.
6გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: 7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მოსასვლელს აქ მდგომარეთა შორის. 8ისმინე, იესო, დიდო მღვდელო, შენ და შენმა მოძმეებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან ნიშნად არიან ეს კაცები: აჰა, მე მოვავლინებ ჩემს მორჩილს – ყლორტს.#იერ 23:5; 33:15; ზაქ 6:12. 9რადგან აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ; შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ერთ დღეში წარვხოცავ ამ მიწის ხალხის ცოდვებს. 10იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.“#მიქ 4:4.

Currently Selected:

Zechariah 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy