YouVersion Logo
Search Icon

Matthew 27

27
1გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ითათბირა იესოს წინააღმდეგ და გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ იგი. 2და შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს – განმგებელს.
3როდესაც დაინახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან დაუბრუნა 30 ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს,#საქ 1:18,19. 4და თქვა: „შევცოდე, – უბრალო სისხლი გავეცი.“ მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.“ 5და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. 6მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: „არ ეგების ტაძრის საგანძურში ამის დადება, რადგან სისხლის საფასურია.“ 7მოითათბირეს და იყიდეს ამ ვერცხლით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. 8ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. 9მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველი იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს 30 ვერცხლი, ფასი შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ,#ზაქ 11:12,13. 10და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.“
11ხოლო იესო წარსდგა გამგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: „შენა ხარ ებრაელთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ.“ 12და როდესაც ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერს პასუხობდა. 13მაშინ ეუბნება მას პილატე: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“ 14და არც ერთ მის სიტყვაზე არ უპასუხია, ისე რომ ძალიან უკვირდა განმგებელს.
15დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა განმგებელს – ათავისუფლებდა პატიმარს, რომელსაც ხალხი მოისურვებდა. 16იყო მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად#27:16 ზოგიერთი ხელნაწ.-ში არის: იესო ბარაბად. წოდებული. 17როდესაც მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“ 18რადგან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. 19ხოლო როდესაც ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა გაუგზავნა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, რადგან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.“ 20ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. 21მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“ 22ეუბნება მათ პილატე: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“ 23ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი დაჟინებით ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“ 24როდესაც პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, დაიბანა ხელები ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.“#რჯ 21:6-9. 25მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“ 26მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
27მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. 28და განძარცვეს იგი და ძოწეულის მოსასხამით შემოსეს. 29და დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწმის კვერთხი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, ებრაელთა მეფეო!“ 30და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. 31დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს მისივე სამოსი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
32და როდესაც გამოდიოდნენ, პოვეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი, და აიძულეს წამოეღო მისი ჯვარი. 33და მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 34მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და რომ იგემა, შესმა არ ინდომა.#ფს 68:22. 35ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.#ფს 21:19. 36და დასხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას. 37და დაუდგეს თავს ზემოთ წარწერა ბრალდებით: ეს არის იესო, ებრაელთა მეფე. 38მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ. 39გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას.#ფს 21:8; 108:25. 40და ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“#მთ 26:61; იო 2:19. 41ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: 42„სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.“ 43ღმერთს იყო მინდობილი და იხსნას იგი ახლა, თუ ნებავს, რადგან ამბობდა, ღმერთის ძე ვარო.#ფს 21:9. 44და მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
45მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა. 46მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“#ფს 22:1. 47იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგეს და თქვეს, ელიას უხმობსო. 48და მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად.#ფს 68:22. 49დანარჩენები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად.“ 50ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და განუტევა სული. 51და აჰა, ტაძრის ფარდა გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა.#გამ 26:31-33. 52და სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა. 53და გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ. 54ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო.“ 55იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.#ლკ 8:2,3. 56მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
57და როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე დაემოწაფა იესოს. 58მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ. 59და აიღო იოსებმა სხეული და შეახვია იგი სუფთა ტილოში. 60და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. 61იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის პირდაპირ ისხდნენ.
62მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან 63და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.#მთ 16:21; 17:23; 20:19; მრკ 8:31; 9:31; 10:33,34; ლკ 9:22; 18:31-33. 64ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.“ 65უთხრა მათ პილატემ: „გყავთ თქვენ დარაჯები. წადით და დაიცავით, როგორც იცით.“ 66ისინი წავიდნენ და დაიცვეს სამარხი: დაბეჭდეს ლოდი და დარაჯები დაუყენეს.

Currently Selected:

Matthew 27: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in