1
Matthew 27:46
ბიბლია
მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“
Compare
Explore Matthew 27:46
2
Matthew 27:51-52
და აჰა, ტაძრის ფარდა გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა. და სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა.
Explore Matthew 27:51-52
3
Matthew 27:50
ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და განუტევა სული.
Explore Matthew 27:50
4
Matthew 27:54
ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო.“
Explore Matthew 27:54
5
Matthew 27:45
მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
Explore Matthew 27:45
6
Matthew 27:22-23
ეუბნება მათ პილატე: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“ ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი დაჟინებით ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“
Explore Matthew 27:22-23
Home
Bible
Plans
Videos