YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 89

89
1ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
2ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
3კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: „დაბრუნდით, ძენო კაცთანო!“
4რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და ერთი გუშაგობა ღამისა.
5ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
6დილას ყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
7რადგანაც დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
8ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო – შენი სახის შუქის წინ.
9რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა.
10ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფისა და არარაობისა, რადგან სწრაფად მიჰქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ.
11ვინ იცის შენი რისხვის ძალა, და შენი მძვინვარება შიშის შიშისამებრ?
12ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული.
13მობრუნდი, უფალო, – ვიდრემდე მიგვატოვებ? – და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
14გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა.
15გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ.
16იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება – მათმა შვილებმა.
17და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.

Currently Selected:

ფსალმ. 89: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in