YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 90

90
1უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
2ეუბნება უფალს: „ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.“
3ის დაგიხსნის მონადირის მახისაგან, და მომსრავი ჭირისაგან.
4თავის მხრებს გადაგაფარებს და მის ფრთებს შორის შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
5ნუ შეგეშინდება ღამის საშინელებისა, ისრის – დღისით გაფრენილის,
6შავი ჭირის – ბნელში მოარულის, სენის – შუადღის მძარცველის.
7დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
8მხოლოდ შენი თვალით შეხედავ და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
9რადგან შენ [ამბობ]: „უფალი არის ჩემი თავშესაფარი.“ შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
10არ შეგემთხვევა სიავე, და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.
11რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
12ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
13ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.
14უფალი ამბობს: „რაკი მოისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი.
15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
16დღეთა ხანგრძლიობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.“

Currently Selected:

ფსალმ. 90: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in