YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 88

88
1მოძღვრება. ეთან ეზრახელისა.
2უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ
3რადგანაც ვთქვი: „უკუნისამდე დაფუძნდეს და ცათა შიგან. განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი“
4შენ თქვი: „დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
5‘უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.’“
6განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.
7რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს, ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
8ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
9უფალო, ღმერთო ძალთაო! და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა!
10შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
11შენ განართხე ეგვიპტე, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
12შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
13ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
14შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
15სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება შენი სახის წინაშე დადიან.
16ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა; ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
17შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
18რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
19რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან – მეფე ჩვენი.
20მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდებს და უთხარი: „ვუბოძე დახმარება გმირს; ავამაღლე რჩეულნი ხალხისაგან;
21ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, და ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
22რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი, და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.
23ვერ დაჯაბნის მას მტერი, და ურჯულოების ძე ვერ დაჩაგრავს მას.
24მოვსრავ მის წინაშე მის მოდავეთ, და მის მოძულეებს დავამხობ;
25ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.
26ზღვას გადავაწვდენ მის ხელს, და მდინარეებს – მის მარჯვენას.
27ის მომიწოდებს: ‘მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა.’
28მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
29უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას, და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
30და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი, ვითარცა დღენი ცისანი.
31თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
32თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
33კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით – შეცოდებას.
34მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.
35არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
36ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით; განა ვეცრუები დავითს?
37მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე;
38მკვიდრი იქნება მთვარესავით უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ღრუბლებში.“
39მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე!
40უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი;
41მოშალე ყველა ზღუდენი მისნი; ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი.
42გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლის დასაცინი გახდა;
43მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
44თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ უწყალობე გამარჯვება ომში;
45გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე;
46შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი.
47როდემდე დაგვემალები, უფალო? განუწყვეტლივ,
48გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
49ვინ არის კაცი სიკვდილი არ იხილოს, და
50სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?
51გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.
52როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
53კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!

Currently Selected:

ფსალმ. 88: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in