YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 87

87
1გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა. გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა.
2უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო, შენს წინაშე ვღაღადებ დღედაღამ!
3მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას;
4რამეთუ აღივსო ვნებებით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
5შევირაცხე მათ გვერდით. სამარეში რომ ჩადიან, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
6მკვდრებს შორის ვარ ჩაგდებული, სამარეში მწოლარენი, და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
7მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
8მე დამატყდა თავს რისხვა შენი, და ყველა შენი ტალღით დამტანჯე.
9შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ.
10თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.
11ნუთუ მკვდრებისათვის მოიმოქმედებ სასწაულს, ან მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ?
12განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე, და ჯოჯოხეთში – შენს ჭეშმარიტებაზე?
13შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს – დავიწყების ქვეყანაში?
14მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი, და დილ-დილობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
15რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
16ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, დავუძლურდი.
17თავზე გადამიარა შენმა რისხვის სასჯელმა, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
18გარე მივლიდნენ, წყლების მსგავსად მთელ დღეს, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
19შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.

Currently Selected:

ფსალმ. 87: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in