YouVersion Logo
Search Icon

იობ. 23

23
იობის მეშვიდე პასუხი
1და მიუგო მას იობმა და თქვა:
2„დღესაც ამბოხია ჩემი სიტყვა ჩემი ხელი ამძიმებს ჩემს კვნესას.
3ნეტავი მაცოდინა, სად ვიპოვო იგი და მიმაღწევინა მის სამყოფლამდე,
4წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
5გავიგებდი იმ სიტყვებს, რასაც მომიგებდა, და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.
6თავისი დიდი ძალით ხომ არ გამიმართავდა პაექრობას? არა! მხოლოდ ყურს დამიგდებდა.
7იქ, ალალმართალი თავს იმართლებს მის წინაშე – და მე სამუდამოდ დავიხსნიდი თავს ჩემი მსაჯულისაგან.
8აჰა, წინ მივდივარ – და იგი არ ჩანს, უკან მივდივარ, კვლავაც ვერ ვხედავ.
9ჩრდილოეთით საქმიანობს და ვერ ვამჩნევ, სამხრეთით განზე გადგება და ვერ ვხედავ.
10მაგრამ მან იცის ჩემი გზა-სავალი, გამომცდის, ოქროსავით გამოვალ.
11ჩემი ტერფი ჩაეჭიდა მის კვალს, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
12მის ბაგეთა მცნებებისგან არ გადამიხვევია, მისი პირის სიტყვებს საკუთარზე მეტად ვიცავდი.
13მაგრამ იგი უცვლელია და ვინ არის მისი შემდავებელი? რასაც მისი ხელი მოისურვებს, იმას აკეთებს.
14რადგან ის აღასრულებს ჩემთვის დაწესებულს, და ასეთი ბევრია მასთან.
15ამიტომ ვკრთი მის წინაშე, ჩავუკვირდები და მეშინია მისი.
16ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და ყოვლადძლიერმა შემაძრწუნა მე.
17მაგრამ არ დავდუმდები სიბნელეშიც და წყვდიადი ვერ დამფარავს მე.“

Currently Selected:

იობ. 23: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in