YouVersion Logo
Search Icon

იობ. 22

22
ელიფაზის მესამე სიტყვა
1და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2„რას არგებს ღმერთს კაცი? განა გონიერი თავის თავს არა რგებს?
3გგონია: ეამება ყოვლადძლიერს შენ რომ მართალი ხარ? და რა გამორჩენა აქვს, თუ წრფელია შენი გზები?
4გგონია: შენი ღვთისმოშიშების გამო დაგიწყებს ყვედრებას და წამოვა შენთან ერთად სამსჯავროზე?
5განა დიდი არაა შენი ბოროტება? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?
6რადგან არაფრის გულისთვის ართმევდი გირაოს შენს ძმებს, და შიშველ-ტიტვლებს ხდიდი ტანსაცმელს.
7წყურვილით დატანჯულს წყალს უკავებდი და მშიერს პურს არ აწვდიდი.
8ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა, და წარჩინებული მკვიდრობს აქ.
9ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლებს მკლავებს უთეთქვავდი.
10ამიტომ არის შენს ირგვლივ მახენი და გაკრთობს ანაზდეული შიში.
11იქნებ ბნელა და ვეღარ ხედავ, და წყლის ნიაღვარმა დაგფარა?
12განა ღმერთი ცათა მწვერვალზე არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
13და შენ ამბობ: ‘რა იცის ღმერთმა? შავი ღრუბლიდან განიკითხავს?
14ღრუბელნი საფარველად აქვს ცის კაბადონზე დადის.’
15ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ,
16რომელნიც უდროოდ წარიტაცნენ, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა?
17ისინი ეუბნებოდნენ ღმერთს: ‘გაგვეცალე!’ და: ‘ყოვლადძლიერი რას გვარგებს?’
18მან კი სიკეთით აუვსო მათ სახლები. მაგრამ ურჯულოთა რჩევა შორსაა ჩემგან!
19უყურებენ მართალნი და ხარობენ და უმწიკვლონი დასცინიან მათ.
20ამბობენ: ‘აჰა, გამწყდარა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ცეცხლს შთაუნთქავს.’
21შეეწყვე მას – და მშვიდობით იყავი; ამით მოვა სიკეთე შენთან.
22მიიღე მისი პირიდან რჯული და მისი სიტყვები გულში ჩაიდევი.
23თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, აშენდები, მოაშორე უსამართლობა შენს კარავს.
24შენი ოქრო მტვერში ჩააგდე, ოფირის ოქრო – ხევების ლოდებში.
25და ყოვლადძლიერი იქნება შენი ოქრო, და ძვირფასი ვერცხლი იქნება შენთვის,
26რადგან მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს.
27ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შენ შეასრულებ შენს აღთქმებს.
28და რასაც გადაწყვეტ, აგისრულდება, და შენს გზაზე ნათელი იბრწყინებს.
29როცა დაგამდაბლებენ, იტყვი: ‘ამაღლება’ და ის იხსნის თვალდახრილს.
30ის გადაარჩენს დამნაშავესაც; და გადარჩება ის შენი ხელების სიწმიდით“.

Currently Selected:

იობ. 22: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy