Akara Njirimara YouVersion
Akara Eji Eme Ọchịchọ

Genesis 1

1
1თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. 2მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე. 3და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.#2კო 4:6. 4და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან. 5და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს – ღამე. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე პირველი.
6და თქვა ღმერთმა: „იქმნას წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.“#2პტ 3:5. 7და შექმნა ღმერთმა მყარი და გაჰყარა მყარს ქვემოთა წყლები მყარს ზემოთა წყლებისგან. ეს ასე იყო. 8და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეორე.
9და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს წყლები ცისქვეშეთში ერთგან და გამოჩნდეს ხმელეთი.“ და იქმნა ასე. 10და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა შესაკრებელს უწოდა ზღვა. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. 11და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი, და ხენი ნაყოფიერნი მიწაზე, ყოველი მათგანი თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე.“ და იქმნა ასე. 12და აღმოაცენა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი თავისი სახის მიხედვით, და ხენი ნაყოფიერნი, თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. 13და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მესამე.
14და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის ნიშნებად – დღეებისა და წელიწადებისა, 15და იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რომ გაანათონ მიწა.“ და იქმნა ასე. 16და გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი მნათობი – დღის განმგებლად, და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები. 17და დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ ენათებინათ მიწა, 18განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. 19და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეოთხე.
20და თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს.“ და იქმნა ასე. 21და შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულები და ყოველი სულდგმული, მცურავი, თავ-თავისი სახისდა მიხედვით, რაც კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. 22აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: „მოშენდით და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე.“ 23და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეხუთე.
24და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ სულდგმულნი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი სახისდა მიხედვით.“ და იქმნა ასე. 25და შექმნა ღმერთმა მხეცნი მიწისა თავ-თავისი სახისდა მიხედვით და პირუტყვი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, და ქვემძრომი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო.
26და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“#1კო 11:7. 27და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.#დაბ 5:1,2.#მთ 19:4; მრკ 10:6. 28და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“ 29და თქვა ღმერთმა: „აჰა, გაძლევთ თქვენ ყოველ ბალახს, თესლის მქონეს, რაც კი მიწის ზურგზეა, და ყოველ ნაყოფიერ ხეს, თესლის მქონეს. ეს იყოს თქვენი საზრდო! 30ხოლო ყოველ მხეცს მიწისას, და ცის ყოველ ფრინველს და ყოველ არსებას მიწაზე, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად!“ და იქმნა ასე. 31და მიხედა ღმერთმა ყოველივეს, რაც შექმნა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეექვსე.

Nke Ahọpụtara Ugbu A:

Genesis 1: ქბსვ

Mee ka ọ bụrụ isi

Kesaa

Mapịa

None

Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye