Akara Njirimara YouVersion
Akara Eji Eme Ọchịchọ

Luke 24

24
1ერთშაბათს, დილით ადრე მივიდნენ სამარხთან და მიიტანეს ნელსურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ. 2და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული. 3და რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალი იესოს სხეული. 4და როდესაც ამის გამო შეფიქრიანებულნი იყვნენ, აჰა, მათ წარუდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსით მოსილი. 5შეძრწუნებულებს სახე ძირს ჰქონდათ დახრილი. ხოლო მათ უთხრეს მათ: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? 6არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როდესაც ჯერ კიდევ გალილეაში იყო, #მთ 16:21; 17:22,23; 20:18,19; მრკ 8:31; 9:31; 10:33,34; ლკ 9:22; 18:31-33. 7რომ კაცის ძე ცოდვილ ადამიანთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს.“ 8და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. 9და დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს თერთმეტს და ყველა დანარჩენს. 10ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც უთხრეს ეს მოციქულებს. 11მაგრამ მათ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ ერწმუნენ. 12ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარით გაკვირვებული.
13და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც 60 სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. 14ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე მომხდარის გამო. 15ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ. 16მაგრამ თვალები დახშული ჰქონდათ, რომ ვერ ეცნოთ იგი. 17უთხრა მათ: „რაზე მსჯელობთ ერთმანეთში, როდესაც გზაზე დგახართ და რას დაუღონებიხართ?“ ისინი შეჩერდნენ დამწუხრებულნი. 18მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, და უთხრა მას: „შენ ალბათ ერთადერთი ხარ იერუსალიმში მცხოვრებთაგან, რომელმაც არ იცი, რა ამბავი მოხდა იქ ამ დღეებში?“ 19და უთხრა მათ: „რა ამბავი?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველის ამბავი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე, 20როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. 21ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. 22მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა ქალმა გაგვაოცა, ისინი დილით ადრე იყვნენ სამარხთან 23და ვერ იპოვეს მისი სხეული. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისკენ და, მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც ქალები ამბობდნენ, ის კი ვერ ნახეს.“ 25მან უთხრა მათ: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, რომ ვერ ირწმუნეთ ის, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! 26განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ 27და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს. 28მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. 29მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა მათთან დასარჩენად. 30და მოხდა ისე, რომ მათთან ინახით ჯდომისას, მან აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31და აეხილათ თვალი და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. 32უთხრეს ერთმანეთს: „განა გულში ცეცხლი არ გვენთო, როდესაც გზაში გველაპარაკებოდა და როდესაც წერილებს განგვიმარტავდა?!“ 33ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მოძებნეს შეკრებილნი – თერთმეტნი – და მათთან მყოფნი, 34რომელთაც უთხრეს: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.“ 35მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
36ამ ლაპარაკში იყვნენ, როდესაც თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“ 37შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. 38მაგრამ უთხრა მან: „რატომ ხართ შეშფოთებული და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? 39შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“ 40ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები. 41და რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რაიმე საჭმელი?“ 42მათ მიაწოდეს შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული. 43გამოართვა და შეჭამა მათ თვალწინ. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ. 44და უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“ 45მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად 46და უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; 47მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ერში, იერუსალიმიდან დაწყებული. 48და თქვენ ხართ ამის მოწამენი. 49და აჰა, მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებით.“#საქ 1:4.
50და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელები და აკურთხა ისინი. #საქ 1:9-11. 51და როდესაც აკურთხებდა, განშორდა მათ და ამაღლდა ცაში. 52მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. 53და მუდამ ტაძარში იყვნენ, ღმერთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

Nke Ahọpụtara Ugbu A:

Luke 24: სბს

Mee ka ọ bụrụ isi

Kesaa

Mapịa

None

Ịchọrọ ka echekwaara gị ihe ndị gasị ị mere ka ha pụta ìhè ná ngwaọrụ gị niile? Debanye aha gị ma ọ bụ mee mbanye