YouVersion logo
Ikona pretraživanja

დაბ. 11

11
ბაბილონის გოდოლი
1და ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა.
2და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და დამკვიდრდნენ იქ.
3და თქვეს: „მოდი, გავაკეთოთ აგურები და გამოვწვათ ცეცხლში“. და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და ფისი – კირად.
4და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე“.
5და ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.
6და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. და დაიწყეს ამის კეთება. და ახლა მათთვის აღარაფერი არ იქნება მიუღწეველი.
7ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა, რომ ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს“.
8და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მიწის ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება.
9ამიტომ ეწოდა მას სახელად ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა ენები და იქიდან გაფანტა ისინი მიწის პირზე.
აბრამის წარმოშობა
10ეს არის სემის შთამომავლობა: სემი იყო ასი წლისა, როდესაც, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი.
11და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ ხუთასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
12ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როდესაც შვა შელახი.
13და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
14ოცდაათი წლის იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი.
15და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
16ოცდათოთხმეტი წლის იყო ყებერი, როდესაც შეეძინა ფელეგი.
17და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
18ოცდაათი წლის იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ.
19და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
20ოცდათორმეტი წლის იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი.
21და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
22ოცდაათი წლის იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი.
23და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ ორასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
24ოცდაცხრა წლის იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი.
25და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
26და იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი, და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი.
27და ეს არის თერახის შთამომავლობა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ხარანი; და ხარანმა შვა ლოტი.
28და მოკვდა ხარანი თერახის, მამამისის, სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში, ქალდეველთა ურში.
29და მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, ასული ხარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა.
30და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი.
31და წაიყვანა თერახმა აბრამი – თავისი ძე, და ლოტი – ხარანის ძე, თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, რომ წასულიყო ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ ხარანამდე, და იქ დამკვიდრდნენ.
32თერახმა იცხოვრა ორას ხუთი წელი და თერახი ხარანში მოკვდა.

Trenutno odabrano:

დაბ. 11: GEO02

Istaknuto

Podijeli

Kopiraj

None

Želiš li svoje istaknute stihove spremiti na sve svoje uređaje? Prijavi se ili registriraj