YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 12

12
1განაჩენი. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა და დააფუძნა დედამიწა, და დაბადა სული კაცში: 2აჰა, იერუსალიმს ვაქცევ მათრობელ თასად ყველა ირგვლივ მცხოვრები ხალხებისთვის, და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი. 3დადგება დრო და ვაქცევ იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ტომებისთვის, და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება, და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება. 4იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს, მაგრამ იუდას სახლზე მექნება თვალი გახელილი; ხოლო ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ. 5და იტყვიან იუდას მთავარნი გულში: „ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფალში, მათ ღმერთში.“
6იმ დღეს იუდას მთავართ ანთებულ ქურად ვაქცევ ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის, და ისინი შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხებს ირგვლივ, იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილას – იერუსალიმში.
7და უფალი ჯერ იუდას კარვებს იხსნის, რათა დავითის სახლის დიდება და იერუსალიმის მკვიდრთა დიდება არ აღემატოს იუდას დიდებას. 8იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მკვიდრთ და მათ შორის ყველაზე ძაბუნიც კი დავითივით იქნება, დავითის სახლი კი იქნება, როგორც ღმერთი, როგორც უფლის ანგელოზი მათ წინაშე. 9იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ მთელიწარმართობის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე.
10ხოლო დავითის სახლსა და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე გადმოვღვრი წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი მე, რომელიც განმგმირეს მათ, და დამიტირებენ, როგორც მხოლოდშობილ ძეს დასტირიან და გამწარდებიან, როგორც პირმშოზე მწარდებიან.#იო 19:37; გცხ 1:7.#მთ 24:20; გცხ 1:7. 11იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადად-რიმონისა მეგიდოს ველზე. 12და იგლოვებს მთელი ქვეყანა – ყოველი საგვარეულო ცალკე: დავითის სახლის საგვარეულო ცალკე, და მათი ქალები ცალკე, ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე; 13ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე, შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე. 14ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე.

Currently Selected:

Zechariah 12: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in