YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 13

13
1იმ დღეს ამოხეთქავს წყარო დავითის სახლისა და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
2იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყნიდან, რათა მეტად აღარ იყოს მათი ხსენება, და ცრუწინასწარმეტყველთ და უწმიდურ სულებსაც აღვგვი ქვეყნიდან. 3და მაშინ იქნება, რომ თუ ვინმე კვლავ გაქადაგდება, ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: „სიკვდილის ღირსი ხარ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობ უფლის სახელით;“ და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა გაქადაგდება. 4იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ ასეთ ქადაგთ თავისი ყოველი ხილვისა გაქადაგებისას და აღარ მოიხვევენ ღაზლის#13:4 თხის ბალნის ქსოვილი შალებს ხალხის თვალის ასახვევად, 5არამედ ყოველი მათგანი იტყვის: „მე არა ვარ წინასწარმეტყველი, მე მიწის მუშა ვარ, რადგან მონად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.“ 6და თუ ეტყვიან მას: „ეგ რა იარები გაქვს ზურგზე?“ ის მიუგებს: „ჩემი მოკეთის სახლში მომხვდა.“ 7„მახვილო, აღიძარ ჩემს მწყემსთა წინააღმდეგ და ჩემი მახლობლის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – დასცხე მწყემსს და გაიფანტება ფარა; მაშინ მე ხელს მივყოფ კრავებს#მთ 26:31; მრკ 14:27. 8მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი განადგურდება და გაწყდება, მესამედი კი გადარჩება. 9გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გამოვახურვებ, როგორც ვერცხლს გამოახურვებენ, და გავწმედ მათ, როგორც ოქროს აწმინდავებენ. მაშინ მოუხმობენ ჩემს სახელს, და მეც მოვუსმენ მათ და ვიტყვი: „ეს არის ჩემი ერი;“ და იტყვიან ისინი: „უფალია ჩემი ღმერთი!“

Currently Selected:

Zechariah 13: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in