YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 14

14
1აჰა, დგება უფლის დღე, და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში. 2და თავს მოვუყრი ყველა ხალხებს იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, და აიღებენ ქალაქს, და გაძარცვავენ სახლებს, და ნამუსს ახდიან ქალებს, ნახევარ ქალაქს ტყვედ წაასხამენ; დანარჩენი ხალხი კი არ განადგურდება ქალაქში. 3მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს ამ ხალხის წინააღმდეგ, როგორც ილაშქრა ბრძოლის დღეს. 4შედგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა – აღმოსავლეთიდან დასავლეთით – და გაჩნდება ძალზე დიდი ველი, და მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი – სამხრეთისკენ. 5და თქვენ გაიქცევით ჩემი მთების ველებისკენ, რადგან მთათა ხეობა აცელამდე მიაღწევს. გაიქცევით, როგორც მიწისძვრას გაურბოდით იუდას მეფის, ყუზიას, დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად.
6იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, გაქრებიან მნათობნი, და იქნება სიცივე და ყინვა. 7ეს დღე იქნება ერთადერთი, მხოლოდ უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამო ჟამს გაჩნდება ნათელი.
8იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი, ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.#ეზკ 47:1; იო 7:38; გცხ 22:1.
9და იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი, და მისი სახელიც ერთი იქნება.
10ვაკედ იქცევა მთელი ეს ქვეყანა, გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრეთით; იერუსალიმი კი ამაღლდება და დასახლდება ბენიამინის კარიბჭიდან პირველ კარიბჭემდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის გოდლიდან მეფის საწნახლებამდე. 11და იცხოვრებენ იქ და აღარ იქნება შეჩვენება, და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი.#გცხ 22:3.
12ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დატანჯავს უფალი ყველა ხალხებს, ვინც კი იერუსალიმს ეომებოდა: ზეზეურად ჩამოხმებიან, თვალები ჩაუცვივათ ფოსოებში და ენა სასაზე აეწებებათ. 13იმ დღეს იქნება, რომ დიდი არეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან, ისე, რომ ერთი ხელში სწვდება მეორეს, და ერთის ხელი თავისი მოძმის წინააღმდეგ აღიმართება. 14თვით იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს, და დახვავდება ყველა გარეშემო ხალხების დოვლათი: დიდძალი ოქრო-ვერცხლი და სამოსელი. 15ასეთივე სატანჯველი დაადგებათ ცხენებს და ჯორებს, აქლემებსა და სახედრებს, ყოველ პირუტყვს, რომელიც კი მათ ბანაკებში იქნება.
16ისე მოხდება, რომ ყველა დანარჩენი იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.#ლევ 23:39-43. 17და ისე იქნება, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანისსაცემად, აღარ უწვიმებს მათ. 18და თუ ეგვიპტის ტომი არ დაადგება გზას და არ შევა იქ, აღარ უწვიმებს მას და იქნება სატანჯველი, რითაც დატანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ. 19ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხებს, რომლებიც არ ივლიან კარვობის დღესასწაულზე.
20იმ დღეს იქნება წარწერილი თვით ცხენთა ზანზალაკებზე: „წმიდა უფლისა.“ და ქვაბები უფლის ტაძარში შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე. 21ყოველი ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის. მოვა ყოველი მსხვერპლის შემწირველი, აიღებს იმ ქვაბებს და შიგ მოხარშავს. და აღარ იქნება იმ დღეს მოვაჭრე#14:21 ან ქანაანელი ცაბაოთ უფლის ტაძარში.

Currently Selected:

Zechariah 14: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in