YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 128

128
1გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან – თქვას ისრაელმა, –
2მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს;
3ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
4უფალი სამართლიანია; დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.
5შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
6იქნებიან, ვითარცა ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე ხმება.
7რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას – ძნის შემკვრელი;
8და არ ეტყვიან გამვლელნი: „კურთხევა უფლისა თქვენ! გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით!“

Currently Selected:

ფსალმ. 128: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in