YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 127

127
1გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით!
2შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
3ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ზეთისხილის ნორჩი ხეები შენი სუფრის გარშემო.
4შეხედე, ასე მიიღებს კურთხევას კაცი მოშიში უფლისა!
5გაკურთხოს შენმა უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.
6იხილე შვილნი შვილთა შენთანი! მშვიდობა ისრაელს!

Currently Selected:

ფსალმ. 127: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in