YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 126

126
1გალობა აღსავალთა. სოლომონისა. სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
2ამაოდ დგებით ადრიან, და ჭამთ ჭმუნვის პურს, რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
3აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.
4როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.
5ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.

Currently Selected:

ფსალმ. 126: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in