YouVersion Logo
Search Icon

იოან. 16

16
ნუგეშისმცემლის მოვლინების დაპირება
1„ეს ყველაფერი გელაპარაკეთ, რათა არ დაბრკოლდეთ.
2სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება.
3ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე.
4მაგრამ ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით. ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი.
5ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: ‘საით მიდიხარ შენ?’
6მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით.
7მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ.
8და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო,
9ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს,
10სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ,
11განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია.
12კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.
13როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
14იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
15ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
მე მამასთან მივდივარ
16„ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ.“
17ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?“
18ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო.
19მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ-მეთქი?
20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, სოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.
21დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში.
22თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.
ითხოვეთ ჩემი სახელით
23„იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.
24აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.
25ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.
26იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის.
27ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი.
28მამისგან გამოვედი და სოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ სოფელს და მივდივარ მამასთან.“
29უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.
30ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღვთისგან გამოხვედი.“
გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს
31მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ?
32აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან.
33ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.“

Currently Selected:

იოან. 16: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in