YouVersion Logo
Search Icon

Revelation 6

6
1და ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და გავიგონე, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: „მოდი!“ 2და ვიხილე, და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ეჭირა მშვილდი და მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაემარჯვა. #ზაქ 1:8; 6:3,6. 3და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, გავიგონე ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ 4და გამოვიდა სხვა ცხენი, ცეცხლივით წითელი და მიეცა მის მხედარს დედამიწიდან მშვიდობის აღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ და მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი. #ზაქ 1:8; 6:2. 5და როცა მესამე ბეჭედი ახსნა, გავიგონე ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ და ვიხილე, და, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა. #ზაქ 6:2,6. 6და ოთხი ცხოველის შუაგულიდან გავიგონე ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი – დინარად და სამი საწყაო ქერი – დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნუ ავნებ!“ 7და როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე მეოთხე ცხოველის ხმა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ 8და ვიხილე, და, აჰა, მკრთალი მწვანე ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. და ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცათ ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით. #ეზკ 14:21. 9და როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე ღმერთის სიტყვისათვის და მათთვის მიცემული მოწმობისათვის დახოცილთა სულები. 10და დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „როდემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისათვის?“ 11და მიეცა თითოეულ მათგანს სპეტაკი სამოსი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს. 12და ვიხილე, როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ჯაგრის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა. #გცხ 11:13; 16:18; ესა 13:10; იოლ 2:10,31; 3:15; მთ 24:29; მრკ 13:24, 25; ლკ 21:25. 13და ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს სცვივა ნაყოფი. #ესა 34:4. 14და ცა გრაგნილივით დაიგრაგნა. ყოველი მთა და კუნძული თავისი ადგილიდან დაიძრა. #გცხ 16:20. 15და დედამიწის მეფენი და მთავარნი და ათასისთავნი და მდიდარნი და ძლიერნი და ყოველი მონა და თავისუფალი შეეფარნენ მთის გამოქვაბულებს და კლდეებს. #ესა 2:19,21. 16და უთხრეს მთებსა და კლდეებს: „დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისაგან და კრავის რისხვისაგან, #ოს 10:8; ლკ 23:30. 17რადგან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“#იოლ 2:11; მიქ 3:2.

Currently Selected:

Revelation 6: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in