და როცა მესამე ბეჭედი ახსნა, გავიგონე ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ და ვიხილე, და, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა. და ოთხი ცხოველის შუაგულიდან გავიგონე ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი – დინარად და სამი საწყაო ქერი – დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნუ ავნებ!“