YouVersion Logo
Search Icon

Revelation 5

5
1და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში გრაგნილი, ორივე მხრიდან ნაწერი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი. #ეზკ 2:9,10; ესა 29:11. 2და ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ღირსი, რომ გაშალოს ეს გრაგნილი და ახსნას ბეჭდები?“ 3და არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ გრაგნილის გაშლა ან მასში ჩახედვა. 4და მწარედ ვტიროდი, რომ არ მოიძებნა ამ გრაგნილის გაშლის, და არც მასში ჩახედვის ღირსი. 5და ერთი უხუცესთაგანი მეუბნება: „ნუ ტირი, აჰა, გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას შვიდი ბეჭედი.“ #დაბ 49:9; ესა 11:1,10. 6და შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, რომელსაც შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რაც ღმერთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელს დედამიწაზე. #ესა 53:7; ზაქ 4:10. 7და მოვიდა და აიღო გრაგნილი ტახტზე მჯდომის მარჯვენიდან. 8და როცა აიღო გრაგნილი, ოთხი ცხოველი და 24 უხუცესი დაემხნენ კრავის წინ. თითოეულ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია. #ფს 141:2. 9და გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „ღირსი ხარ შენ, აიღო გრაგნილი და ახსნა ბეჭდები, რადგან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. #ფს 33:3; 98:1; ესა 42:10. 10და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს მეფეებად და მღვდლებად, და ისინი იმეფებენ დედამიწაზე.“ #გამ 19:6; გცხ 1:6. 11და ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი, #დან 7:10. 12რომლებიც დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“ 13და ყოველი ქმნილება ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება, და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე.“ 14და თქვა ოთხმა ცხოველმა: „ამინ!“ და დაემხნენ უხუცესნი და თაყვანი სცეს.

Currently Selected:

Revelation 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in