YouVersion Logo
Search Icon

Revelation 4

4
1ამის შემდეგ ვიხილე, და, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც გავიგონე, მსგავსი საყვირისა, დამელაპარაკა და მითხრა: ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ. 2და მყისვე აღმოვჩნდი სულში, და, აჰა, ტახტი იდგა ცაში და ტახტზე იჯდა ვინმე. #ეზკ 1:26-28; 10:1. 3და მჯდომარე შესახედაობით ჰგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით ზურმუხტსა ჰგავდა. 4ტახტის ირგვლივ 24 ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე იჯდა 24 უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსი და თავზე ოქროს გვირგვინები ედგათ. 5და ტახტიდან გამოდიან ელვანი, ხმანი და ქუხილნი. ტახტის წინ ცეცხლის შვიდი ლამპარი იწვის, რომლებიც ღმერთის შვიდი სულია. #გამ 19:16; გცხ 8:5; 11:19; 16:18; ეზკ 1:13; გცხ 1:4; ზაქ 4:2. 6და ტახტის წინ არის მსგავსი შუშის ზღვისა, მსგავსი ბროლისა. ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ არის ოთხი ცხოველი, სავსე თვალებით წინიდან და უკანიდან. #ეზკ 1:22.#ეზკ 1:5-10; 10:14. 7პირველი ცხოველი ლომის მსგავსი იყო, მეორე ცხოველი კუროს მსგავსი იყო, მესამე ცხოველს კაცივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი გაფრენილი ორბის მსგავსი იყო. 8და ოთხ ცხოველს, თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ, შიგნით კი თვალებით იყო სავსე. არც დღისით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, რომელიც არის და რომელიც მოვა.“ #ეზკ 1:18; 10:12; ესა 6:2,3. 9და როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომს, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, 1024 უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, და დაყარეს თავიანთი გვირგვინები ტახტის წინ და თქვეს: 11„ღირსი ხარ შენ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, რადგან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ.“

Currently Selected:

Revelation 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in