Revelation 2
2
1ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც უპყრია შვიდი ვარსკვლავი მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის:
2ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა, და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებს უწოდებენ, არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად. 3და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ. 4მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. 5მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მოვალ შენთან და გადავდგამ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ. 6მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს. 7ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რასაც სული ეუბნება ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, მას ვაჭმევ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღმერთის სამოთხეშია.’ #დაბ 2:9; გცხ 22:2; ეზკ 28:13; 31:8 (LXX).
8ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა: #ესა 44:6; 48:12; გცხ 1:17; 22:13. 9ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებს უწოდებენ, არ კი არიან, არამედ სატანის საკრებულოა. 10ნუ გეშინია ტანჯვისა, რომელიც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ გასაჭირი ათ დღეს. იყავი სიკვდილამდე ერთგული და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
11ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს არ ექნება ვნება მეორე სიკვდილისგან.’ #გცხ 20:14; 21:8.
12და პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე:
‘ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს:
13ვიცი, რომ მკვიდრობ იქ, სადაც სატანის ტახტია, და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა ჩემი ერთგული მოწმის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლულ იქნა თქვენს შორის, იქ, სადაც სატანა მკვიდრობს. 14მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს წინააღმდეგ, რადგან გყავს იქ, ვისაც უჭირავს მოძღვრება ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელის შვილები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემრუშათ. #რცხ 22:5,7; 31:16; რჯ 23:4; რცხ 25:1-3. 15ასევე გყავს, ვისაც უჭირავს ნიკოლაელთა მოძღვრება, რომელიც მძულს. 16მაშ, მოინანიე. თუ არა და, მოვალ მალე შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით. 17ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ შენახული მანანისაგან და მივცემ მას თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.’ #გამ 16:14,15; 16:33,34; იო 6:48-50; ესა 62:2; 65:15.
18და თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე
‘ასე ამბობს ძე ღმერთისა, ვისაც თვალები აქვს, როგორც ცეცხლის ალი და ფეხები მისი მოელვარე ბრინჯაოს მსგავსია:
19ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება, და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია. 20მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ ნებაზე გყავს მიშვებული ეს დედაკაცი, იეზებელი, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ასწავლის და აცდუნებს ჩემს მსახურთ მრუშობისათვის და ნაკერპავის საჭმელად. #3მფ 16:31; 4მფ 9:22,30. 21და მივეცი მას დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძაობა. 22აჰა, მე დავაგდებ მას სარეცელზე, ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მრუშობდა, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს. 23სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ ზრახვებსა და გულს, #2:23 გულს ბერძ. ‘თირკმელებს’. და მივუზღავ თითოეულ თქვენგანს მისი საქმეებისამებრ.#ფს 7:9; იერ 17:10; ფს 62:12. 24თქვენ კი, დანარჩენებს, ვინც თიატირაში იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ უსწავლია ეგრეთწოდებული სატანის სიღრმეები, არ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს. 25მხოლოდ გეჭიროთ ის, რაც გაქვთ, ვიდრე მოვიდოდე. 26ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მივცემ ხელმწიფებას ერებზე, #ფს 2:8,9 (LXX).
27და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით, და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი –
28როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. 29ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’
Currently Selected:
Revelation 2: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა