Revelation 1
1
1გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა აჩვენოს თავის მსახურთ, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მიერ თავის მსახურს, იოანეს, 2რომელმაც დაამოწმა ღმერთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და რაც იხილა. 3ნეტარია წამკითხველი და მსმენელი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი.
4იოანე ასიაში მყოფ შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, #გამ 3:14; გცხ 4:5. 5და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან #ესა 55:4; ფს 89:27. 6და გაგვხადა ჩვენ მეფეებად და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისა. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. #გამ 19:6; გცხ 5:10.
7აჰა, მოდის ის ღრუბლებზე და იხილავს მას ყოველი თვალი, და ისინიც, რომელთაც განგმირეს; და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ. #დან 7:13; მთ 24:30; მრკ 13:26; ლკ 21:27; 1თს 4:17; ზაქ 12:10; იო 19:34,37; ზაქ 12:10; მთ 24:30.
8მე ვარ ალფა და ომეგა, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი. #გცხ 22:13; გამ 3:14.
9მე, იოანე, თქვენი ძმა და თანამოზიარე გასაჭირში, მეუფებასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღმერთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის. 10და ვიყავი სულში უფლის დღეს და ჩემს უკან მომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი, 11რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და გაუგზავნე შვიდ ეკლესიას – ეფესოში, სმირნაში, პერგამოსში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიაში და ლაოდიკეაში.“
12და მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე. 13და შვიდი სასანთლეს შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი სამოსი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. #დან 7:13; დან 10:5. 14მისი თავი და თმა თეთრი იყო, როგორც სპეტაკი მატყლი, როგორც თოვლი. და თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი. #დან 7:9.#დან 10:6. 15და მისი ფეხები, როგორც ქურაში გამოწრთობილი ბრინჯაო. და მისი ხმა, როგორც მრავალ წყალთა ხმა. #ეზკ 1:24; 43:2. 16და ეპყრა მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი, და მისი პირიდან ორლესული მახვილი გამოდიოდა; სახე მისი იყო როგორც მზე, მთელი ძალით რომ ანათებს.
17და როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფეხთით. ხოლო მან დამადო თავისი მარჯვენა და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი#ესა 44:6; 48:12; გცხ 2:8; 22:13. 18და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. და მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი. 19მაშ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ. 20შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში, და შვიდი ოქროს შანდალი არის ეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, და შვიდი სასანთლე შვიდი ეკლესიაა.
Currently Selected:
Revelation 1: ქბსვ
Highlight
Share
Copy
![None](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimageproxy.youversionapi.com%2F58%2Fhttps%3A%2F%2Fweb-assets.youversion.com%2Fapp-icons%2Fen.png&w=128&q=75)
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა