YouVersion Logo
Search Icon

Nehemiah 7

7
1კედელი რომ აშენდა, კარებები შევაბით და გავამწესე კარისმცველები, მგალობელნი და ლევიანები, 2და ვუბრძანე ხანანის, ჩემს ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რადგან ის სანდო კაცი იყო და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში, 3და ვუთხარი მათ: არ გააღონ იერუსალიმის ბჭენი ვიდრე მზე არ დააცხუნებს, და სანამ ისინი დგანან საგუშაგოზე, მანამ დაკეტონ და ურდულით დაგმანონ კარნი. და იერუსალიმის მკვიდრთაგან დააყენეთ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თითოეული თავისი სახლის წინ. 4და ქალაქი ვრცელი და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში, და არც სახლები იყო აშენებული.
5ჩემმა ღმერთმა გულში ჩამიდო, რათა შემეკრიბა დიდებულები და მოხელეები და ხალხი აღსანუსხავად. და მივაგენი იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნს, და ვნახე მასში ჩაწერილნი:
6ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც გადასახლებულ ტყვეებიდან ამოვიდნენ, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და დაბრუნდნენ ისინი იერუსალიმში და იუდაში – თითოეული თავის ქალაქში, 7რომელნიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანისთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან. ეს არის ისრაელი ხალხის მამაკაცთა რიცხვი:
8ფარყოშის ძენი – 2172; 9შეფატიას ძენი – 372; 10არახის ძენი – 652; 11ფახათ-მოაბის ძენი, იესოსა და იოაბის ძეთაგან – 2818; 12ყელამის ძენი – 1254; 13ზათუს ძენი – 845; 14ზაქაის ძენი – 760; 15ბინუის ძენი – 648; 16ბებაის ძენი – 628; 17ყაზგადის ძენი – 2322; 18ადონიკამის ძენი – 667; 19ბიგვაის ძენი – 2067; 20ყადინის ძენი – 655; 21ატერის ძენი ხიზკიას სახლიდან – 98; 22ხაშუმის ძენი – 328; 23ბეცაის ძენი – 324; 24ხარიფის ძენი – 112; 25გიბეონელი კაცები – 95; 26ბეთლემისა და ნეტოფას მკვიდრნი – 188; 27ყანათოთის მკვიდრნი – 128; 28ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი – 42; 29კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი – 743; 30რამას და გებაყის მკვიდრნი – 621; 31მიქმაშის მკვიდრნი – 122; 32ბეთელისა და ღაის მკვიდრნი – 123; 33სხვა ნებოს მკიდრნი – 52; 34სხვა ყელამის მკვიდრნი – 1254; 35ხარიმის ძენი – 320; 36იერიხოს ძენი – 345; 37ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – 721; 38სენაას ძენი – 3930.
39მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – 973; 40იმერის ძენი – 1052; 41ფაშხურის ძენი – 1247; 42ხარიმის ძენი – 1017.
43ლევიანები: იესოს ძენი კადმიელის სახლიდან, ჰოდევას ძენი – 74. 44მგალობელნი: ასაფის ძენი – 148. 45კარის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი, – 138.
46ტაძრის მსახურნი: ციხას ძენი, ხაშუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, 47კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი, 48ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი, 49ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი, 50რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, 51გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, 52ბესაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფუშესიმის ძენი, 53ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი, 54ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი, 55ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თემახის ძენი, 56ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი.
57სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას, 58იაყალას, დარკონის, გიდელის, 59შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმის და ამონის ძენი.
60სოლომონისა და ტაძრის მსახურთა ძენი – სულ 392.
61და ესენი იყვნენ ამოსულნი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი: 62დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი – 642. 63მღვდელთაგან: ხაბაიას ძენი, ჰაკოცის ძენი, ძენი ბარზილაისა, რომელმაც მოიყვანა ცოლი გალაადელი ბარზილაის ასულთაგან და მათ სახელზე დაეწერა. 64ამათ ეძებეს თავიანთი საგვარტომო ნუსხის ჩანაწერი და ვერ იპოვეს, და განიკვეთნენ მღვდლობიდან.
65და განმგებელმა გააფრთხილა ისინი, რომ არ ეჭამათ დიდი სიწმიდიდან, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით.#გამ 28:30; რჯ 33:8.
66მთელი კრებული ერთიანად იყო – 42360 კაცი, 67გარდა მონებისა და მხევლებისა, რომლებიც იყვნენ 7337; მათ ჰყავდათ მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები – 245. 68მათ ჰყავდათ 736 ცხენი, 245 ჯორი, 69435 აქლემი, 6720 სახედარი.
70და საგვარეულოთა უფროსთაგან ზოგიერთმა სამუშაოსთვის წილი გაიღო. განმგებელმა შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, 50 თასი და 530 სამღვდელო კვართი. 71მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსათვის 20 ათასი დრაქმა ოქრო და 2200 მინა ვერცხლი. 72და რაც დანარჩენმა ხალხმა შესწირა იყო: 20 ათასი დრაქმა ოქრო და 2 ათასი მინა ვერცხლი და 67 სამღვდელო კვართი.
73და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, კარის მცველნი, მგალობელნი, ნაწილი ხალხისა, ტაძრის მსახურნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. და დადგა მეშვიდე თვე და ისრაელის ძენი თავიანთ ქალაქებში იყვნენ.#1ნშ 9:2; ნეე 11:3.

Currently Selected:

Nehemiah 7: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in