Nehemiah 11
11
1და დასახლდნენ ერისმთავრები იერუსალიმში, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ყარა, რათა ათეულიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრა დანარჩენი – სხვა ქალაქებში. 2და აკურთხა ხალხმა ყველა ისინი, ვინც საკუთარი სურვილით დასახლდნენ იერუსალიმში.
3და ესენი არიან მხარეთა მთავრები, რომლებიც იერუსალიმში დასახლდნენ, ხოლო იუდას ქალაქებში – თითოეული თავის სამკვიდრებელში და თავის ქალაქში: ისრაელის ძენი, მღვდლები და ლევიანები, ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შთამომავალნი.#ნეე 7:73. 4იერუსალიმში დასახლდნენ იუდას ძეთაგან და ბენიამინის ძეთაგან. იუდას ძეთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალელის ძე – ფერეცის ძეთაგან. 5და მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, შელახის ძე. 6ფერეცის ძენი, იერუსალიმში რომ სახლობდნენ, 468 იყვნენ, მამაცი ვაჟკაცები.
7აჰა, ბენიამინის ძენი: სალუ მეშულამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე, 8მის შემდეგ გაბაი და სალაი – 928. 9და იოელ ზიქრის ძე მათი უფროსი იყო; იუდა ჰასენუას ძე კი ქალაქში მეორე კაცი იყო.
10მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი, 11სერაია ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის უფროსი. 12და მათი ძმები, რომელნიც სახლის საქმეს ასრულებდნენ – 822. და ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე, 13და მისი ძმები, მამისსახლთა თავკაცები – 242. და ყამაშაი ძე ყაზარელისა, ახზაის ძე, მეშილემოთის ძე, იმერის ძე. 14და მათი ძმები, მამაცი მეომრები – 128. და მათ თავკაცობდა ზაბდიელი, ჰაგედოლიმის ძე.
15და ლევიანთაგან – შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბუნის ძე. 16და შაბეთაი და იოზაბადი, ლევიანთა თავკაცთაგან, ღვთის სახლის გარე სამუშაოების გამრიგე. 17და მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე – ლოცვისას კურთხევის მთავარი დამწყები, და ბაკბუკია, მის ძმათაგან მეორე, და ყაბდა შამუაყის ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე. 18წმიდა ქალაქში სულ 284 ლევიანი იყო.
19და კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ – 172. 20და დანარჩენი ისრაელის ძენი, მღვდლები, ლევიანები იუდას ყველა ქალაქში სახლობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში. 21და ტაძრის მსახურნი ყოფელში სახლობდნენ, და მათ თავკაცობდნენ ციხა და გიშფა.
22და ლევიანთა უფროსი იერუსალიმში იყო ყუზი, ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი – იმ ასაფიანთაგან, მგალობლებად რომ იყვნენ ღვთის სახლში სამსახურისას, 23რადგან მათზე გაცემული იყო მეფის განკარგულება და დაწესებული იყო ყოველდღიური სარჩო მგალობელთათვის. 24და ფეთახია, ძე მეშეზაბელისა, ზერახის ძეთაგან, იუდას ძისა, მეფის მარჯვენა ხელი იყო ყველა სახალხო საქმეში.
25და იუდას ძეთაგან სოფლად თავიანთ ველებზე დასახლდნენ: კირიათ-არბაყში და მის სოფლებში, დიბონში და მის სოფლებში, იეკაბცეელში და მის სოფლებში; 26იესოში, მოლადაში, ბეთ-ფელეტში; 27ხაცარ-შუყალში, ბეერ-შებაყში და მის სოფლებში; 28ციკლაგში, მექონაში და მის სოფლებში; 29ყენ-რიმონში, ცორყაში, იარმუთში, 30ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში; ლაქიშში და მის ველებზე; ყაზეკაში და მის სოფლებში. და დაიბანაკეს ბეერ-შებაყიდან ჰინომის ველამდე. 31ბენიამინის ძენი დასახლდნენ გებაყიდან მოკიდებული მიქმაშსა და ყაიაში, და ბეთელსა და მის სოფლებში; 32ყანათოთში, ნობში, ყანანიაში, 33ხაცორში, რამაში, გითაიმში, 34ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში, 35ლოდში და ონოში და ხელოსანთა ხეობაში. 36და იუდას ლევიანთაგან ზოგიერთი ბენიამინს მიეკედლა.
Currently Selected:
Nehemiah 11: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა