Nehemiah 10
10
1აჰა, ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: ნეემია ხაქალიას ძე – განმგებელი, ცედეკია, 2სერაია, ყაზარია, იერემია, 3ფაშხური, ამარია, მალქია, 4ხატუში, შებანია, მალუქი, 5ხარიმი, მერემოთი, ყობადია, 6დანიელი, გინეთონი, ბარუქი, 7მეშულამი, აბია, მიამინი, 8მაყაზია, ბილგაი, შემაყია – ესენი მღვდლები იყვნენ. 9და ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი ხენადადის ძე, კადმიელი. 10და მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, 11მიქა, რეხობი, ხაშაბია, 12ზაქური, შერებია, შებანია, 13ჰოდია, ბანი, ბენინუ. 14ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათ-მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი, 15ბუნი, ყაზგადი, ბებაი, 16ადონია, ბიგვაი, ყადინი, 17ატერი, ხიზკია, ყაზური, 18ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი, 19ხარიფი, ყანათოთი, ნებაი, 20მაგფიყაში, მეშულამი, ხეზირი, 21მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი, 22ფელატია, ხანანი, ყანაია, 23ჰოშეაყი, ხანანია, ხაშუბი, 24ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, 25რეხუმი, ხაშაბნა, მაყასეია, 26ახია, ხანანი, ყანანი, 27მალუქი, ხარიმი და ბაყანა.
28და დანარჩენი ხალხი, მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, ტაძრის მსახურები და ყველა სხვა ქვეყნების ხალხებს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისაკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, მათი ძეები, მათი ასულები ყველა მცოდნე და გამგები 29შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს, და წყევლითა და ფიცით შეიკრნენ, რათა ევლოთ ღვთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთის მსახურის, ხელით იყო მოცემული, და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის, ყველა მცნება, მისი სამართალი და მისი წესები, 30და რათა არ მიგვეცა ჩვენი ასულები სხვა ქვეყნის ხალხებისთვის და არც მათ ასულებს შევართვევინებდით ჩვენს ძეებს.#გამ 34:16; რჯ 7:3. 31და რათა ქვეყნის სხვა ხალხთაგან, რომელთაც შაბათობით მოაქვთ გასაყიდად საქონელი და ყველანაირი საზრდო, არაფერი შეგვეძინა შაბათსა და წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს თანანადები მიგვეტევებინა.#გამ 23:10,11; ლევ 25:1-7; რჯ 15:1,2.
32და წესად დავიდეთ, რომ წელიწადში გაგვეღო შეკელის მესამედი ჩვენი ღვთის სახლის სამსახურისათვის:#გამ 30:11-16. 33საწინაშეო პურისათვის, ყოველდღიურ პურთათვის და მუდმივი ძღვენისათვის, მუდმივი სრულადდასაწველისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისათვის, დღესასწაულებისათვის და წმიდა ნივთებისათვის, ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღვთის სახლის ყოველნაირი საქმისათვის. 34და წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირავი შეშის მოზიდვაზე, რათა ღვთის სახლში ეზიდათ მამისსახლთა მიხედვით დაწესებულ დროს, წლითიწლობით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად, როგორც რჯულში სწერია. 35და ჩვენ ვიკისრეთ ჩვენი მიწის პირველნაყოფისა და ყოველი ხეხილის პირველნაყოფის წლითიწლობით უფლის სახლში მიტანა,#გამ 23:19; 34:26; რჯ 26:2. 36ასევე ჩვენი ძეებიდან პირმშოების, ჩვენი პირუტყვიდან პირველმოგებულებისა, როგორც რჯულში სწერია, და ჩვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულების მიყვანა მღვდლებთან, ღვთის სახლში რომ მსახურობენ.#გამ 13:2. 37ასევე ჩვენი პირველი ცომისა, ჩვენი შესაწირავისა, ყველა ხეხილის ნაყოფისა, მაჭრისა და ზეთისა მღვდლებთან, ღვთის სახლის ოთახებში მიტანა. ასევე ჩვენი მიწიდან მეათედისა ლევიანთათვის; სწორედ ეს ლევიანები არიან, მეათედს რომ იღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.#რცხ 18:21. 38აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღვთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ,#რცხ 18:26. 39რადგან ისრაელის ძეთ და ლევიანებმა ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ხორბლის შესაწირავი, ღვინო და ზეთი. იქ არის საწმიდრის ჭურჭელი, და იქ არიან მღვდლები და ტაძრის მსახურები, კარისმცველები და მგალობლები. და არ მივატოვებთ ჩვენი ღვთის სახლს.
Currently Selected:
Nehemiah 10: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა