YouVersion Logo
Search Icon

Nehemiah 12

12
1ესენი იყვნენ მღვდლები და ლევიანები, რომელნიც ამოვიდნენ იერუსალიმს ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად: სერაია, იერემია, ეზრა, 2ამარია, მალუქი, ხატუში, 3შექანია, რეხუმი, მერემოთი, 4ყიდო, გინეთოი, აბია, 5მიამინი, მაყადია, ბილგა, 6შემაყია, იოიარიბი, იედაყია, 7სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია – ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები და მათი ძმები იესოს დღეებში.
8და ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანია თავის ძმებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამადლობელო საგალობლებს. 9და ბაკბუკია და ყუნი თავიანთი ძმებითურთ მოპირდაპირე მხარეს გუშაგობდნენ. 10და იესომ შვა იეჰოიაკიმი, და იეჰოიაკიმმა შვა ელიაშიბი, და ელიაშიბმა შვა იოიადაყი, 11და იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა – იადუაყი.
12და იეჰოიაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიას სახლიდან მერაია, იერემიას სახლიდან – ხანანია, 13ეზრას სახლიდან – მეშულამი, ამარიასთან – იეჰოხანანი, 14მალუქის სახლიდან – იონათანი, შებანიას სახლიდან – იოსები. 15ხარიმის სახლიდან – ყადნა, მერაიოთის სახლიდან – ხელკაი. 16ყიდოს სახლიდან – ზაქარია, გინეთონის სახლიდან მეშულამი, 17აბიას სახლიდან – ზიქრი, მინიამინის სახლიდან და მოყადიას სახლიდან – ფილტაი, 18ბილგას სახლიდან – შამუაყი, შემაყიას სახლიდან იონათანი, 19იოიარიბის სახლიდან – მათენაი, იედაყიას სახლიდან – ყუზი, 20სალაის სახლიდან – კალაი, ყამოკის სახლიდან – ებერი, 21ხილკიას სახლიდან – ხაშაბია, იედაყიას სახლიდან – ნეთანელი.
22ლევიანები, მამისსახლთა თავკაცები ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში იქნენ ჩაწერილნი, ნუსხაში, ხოლო მღვდლები კი დარიოს სპარსელის მეფობისას. 23ლევის ძენი, მამისსახლის თავკაცები, ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე. 24და ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია და იესო კადმიელის ძე და მათი ძმები, მათივე მოპირდაპირე მხარეს იყვნენ, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის, ბრძანებისამებრ. 25მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი, ყაკუბი – კარისმცველნი იყვნენ, და კარიბჭეთა ზღურბლებთან ყარაულობდნენ. 26ესენი იყვნენ იეჰოიაკიმის იესოს ძის, იოცადაკის ძის დღეებში, და ნეემია განმგებლისა და ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში.
27და იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველგან მათ ადგილებში, რათა იერუსალიმში ამოეყვანათ, რომ ეზეიმათ კურთხევა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით. 28და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან. 29და ბეთ-გილგალიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს სოფლები ჰქონდათ გაშენებული იერუსალიმის სანახებში. 30და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, და განწმიდეს ხალხი და კარიბჭენი და კედელი.
31და ავიყვანე იუდას მთავარნი კედელზე, და დავაყენე ორი დიდი მადლისმწირველი გუნდი. ერთი მარჯვენა მხარეს, კედლის თავზე, გაუყვა გზას, სანაგვის კარიბჭისაკენ. 32და მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი, 33და ყაზარია, ეზრა და მეშულამი, 34იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია, 35და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე. 36და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის, სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღვოდა. 37წყაროსთვალის კარიბჭესთან, მათ მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ დავითის ქალაქის კიბეებზე, კედლის ასასვლელთან, დავითის სახლის ზემოდან წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით.
38მეორე მადლისმწირველი გუნდი მარცხენა მხარეს მიიკვლევდა გზას და მეც და ნახევარი ხალხი მას მივდევდით კედელზე – ღუმელთა გოდლიდან სქელ კედლამდე. 39ეფრემის კარიბჭეზე, და ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, და ხანანელის გოდოლზე, და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და შედგნენ დილეგის კარიბჭესთან. 40და დადგა ორივე მადლისმწირველი გუნდი ღვთის სახლში და მეც იქ დავდექი მოხელეთა ნახევრის თანხლებით. 41და იქ იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია თავიანთი საყვირებით; 42და აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი; და მგალობლებმა დააგუგუნეს გალობა იეზრახიას ლოტბარობით. 43და შესწირეს იმ დღეს დიდძალი მსხვერპლი. ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვებიც. იერუსალიმის სიხარულის ხმა შორს გაისმოდა.
44იმავ დღეს კაცები მიუჩინეს ოთახებს, განკუთვნილთ საკუჭნაოთათვის, პირველნაყოფთათვის, მეათედისათვის, რათა იქ დაეხვავებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რომელიც რჯულით იყო დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისათვის. რადგან ხარობდა იუდა, უყურებდა რა სამსახურად მდგომ მღვდლებსა და ლევიანებს, 45რომლებიც ასრულებდნენ თავიანთი ღვთის სამსახურს და განწმედის სამსახურს. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, მიერ დადგენილი წესის თანახმად.#1ნშ 25:1-8; 1ნშ 26:12. 46რადგან ძველთაგან, დავითისა და ასაფის დღეებში იყვნენ განწესებულნი მგალობელთა ლოტბარნი და მაშინვე დაწესდა ღვთის საგალობლები. 47და მთელი ისრაელი ზერუბაბელის დღეებში და ნეემიას დღეებში აძლევდა წილს დღითი დღე მგალობლებს და კარისმცველებს, ისინი წილს აძლევდნენ ლევიანებს, ლევიანები კი წილს აარონიანებს აძლევდნენ.

Currently Selected:

Nehemiah 12: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy