YouVersion Logo
Search Icon

2 Chronicles 5

5
1დაამთავრა ყველა საქმე, რასაც უფლის ტაძრისათვის აკეთებდა სოლომონი; და მოიტანა მამამისისგან შემოწირული: ვერცხლი, ოქრო და ყოველგვარი სხვა ჭურჭელი, და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო,#2მფ 8:11; 1ნშ 18:11. 2მაშინ შეკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და ტომთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლთა თავკაცი, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან. 3და შეიყარა სოლომონ მეფესთან მთელი ისრაელი სადღესასწაულოდ მეშვიდე თვეში,#2მფ 6:12-15; 1ნშ 15:25-28. 4და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი, 5და წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი და ყველა წმიდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. და წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა. 6მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის კრებული, რომელიც მასთან შეიკრიბა კიდობნის წინ, მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებსა და კურატებს, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა. 7და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ, 8რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე, და ზემოდან ფარავდნენ კიდობანს და მის კეტებს. 9კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მითი ბოლოები კიდობანს სცდებოდა, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა, და დღემდე იქ არის ისინი. 10არაფერი არ იყო კიდობანში გარდა ორი ქვის დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო ხორების მთაზე, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.#რჯ 10:5. 11და გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან, რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა; #1ნშ 16:34; 2ნშ 7:3; ეზრ 3:11; ფს 100:5; 106:1; 107:1; 118:1; 136:1; იერ 33:11. 12ასევე ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი ძმანი – სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე 120 მესაყვირე მღვდელი, 13ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, და როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: „რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“ მაშინ უფლის სახლი ღრუბელმა აავსო,#გამ 40:34,35. 14და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო ღვთის სახლი.

Currently Selected:

2 Chronicles 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy