YouVersion Logo
Search Icon

2 Chronicles 4

4
1და გააკეთა ბრინჯაოს სამსხვერპლო სიგრძით 20 წყრთა, სიგანით 20 წყრთა,#გამ 27:1,2. 2და ჩამოასხა ბრინჯაოს ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, 30 წყრთა ლარი სწვდებოდა გარს. 3ეს ზღვა იდგა ხარების ქანდაკებებზე, რომლებიც ათ წყრთაზე ორ რიგად გარს ერტყმოდა მას და მასთან ერთ მთლიანობაში იყო ჩამოსხმული. 4იმ თორმეტ ხართაგან სამი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, სამი – დასავლეთისკენ, სამი – სამხრეთისკენ, სამი – აღმოსავლეთისკენ. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული. 5სისქე ერთი ნები ჰქონდა, პირზე კანტი შემოავლო თასივით; გაშლილ შროშანს მიემგვანებოდა; 3 000 ბათს#4:5 მოცულობის საზომი ერთეული ებრ. იტევდა ის. 6და გააკეთა ათი საბანელი. ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – მარცხენაზე, რომ მათში განბანილიყვნენ, – და სრულადდასაწველ საკლავსაც მასში ავლებდნენ. ხოლო ზღვა მღვდელთა განბანისთვის იყო განკუთვნილი.#გამ 30:17-21. 7და გააკეთა ათი ოქროს სასანთლე მათი ფორმის შესაფერისი და ტაძარში დაალაგა – ხუთი მარჯვნივ და ხუთი – მარცხნივ. #გამ 25:31-40. 8და გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დააწყო. – ხუთი მარჯვნივ და ხუთი – მარცხნივ. და გააკეთა ოქროს 100 ფიალა.#გამ 25:23-30. 9და მოაწყო მღვდელთა ეზო, და დიდი ეზო, და ეზოს კარები, და ბრინჯაოთი მოჭედა ისინი. 10ზღვა მარჯვენა მხარეს დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით. 11და გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები და ფიალები. და მოამთავრა სოლომონის სამუშაო ღვთის სახლში. 12ორი სვეტი და სვეტებზე დასადგმელი ბუღაურები, და ორი ცხაური ბუღაურებზე შემოსაკვრელად, 13და 400 ბროწეული ცხაურებისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისათვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების მოსართავად. 14და გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები დადგა. 15ერთი ზღვა და 12 ხარი მის ქვეშ. 16ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის ტაძრისათვის, მბზინვარე ბრინჯაოსა იყო. 17იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის. 18და გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი, ძალზე ბევრი, ისე, რომ არავინ იცოდა ბრინჯაოს წონა. 19და გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომლებზედაც საწინაშეო პურები ეწყო; 20ხალასი ოქროს სასანთლეები და ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ. 21ყვავილები, ლამპრები და მაშები ოქროსი იყო, ყველაფერი ხალასი ოქროსი, 22დანები, ფიალები, კოვზები, საცეცხლურები – ხალასი ოქროსი. ასევე ტაძრის კარები: წმიდათა წმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.

Currently Selected:

2 Chronicles 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy