YouVersion Logo
Search Icon

2 Chronicles 3

3
1და შეუდგა სოლომონი უფლის ტაძრის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც უფალმა უჩვენა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე. 2სოლომონი შენებას შეუდგა მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს.#დაბ 22:22. 3აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით 60 წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით – 20 წყრთა. 4სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად, 20 წყრთა იყო, სიმაღლით – 120. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოჭედა. 5კვიპაროსის ხის პანელები შემოაკრა დიდ დარბაზს, საუკეთესო ოქროთი მოფურცლა და ზედ ფინიკები და ჯაჭვები მოაჭედინა. 6ძვირფასი ქვებით დაამშვენა დარბაზი. ოქრო კი სულ ფარვაიმული იყო. 7ოქროთი მოჭედა დარბაზი ძელები, ზღურბლები, კედლები და კარებები, კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა. 8და გააკეთა წმიდათა წმიდა. მისი სიგრძე, სახლის სიგანის შესაბამისად, 20 წყრთა იყო, და სიგანეც 20 წყრთა და 600 ტალანტი საუკეთესო ოქროთი დაფარა იგი.#გამ 26:33,34. 9ლურსმნები, წონით ხუთი შეკელი, ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი მოჭედა. 10წმიდათა წმიდაში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი მოჭედა ისინი.#გამ 25:18-20. 11ქერუბიმების ფრთები სიგრძით 20 წყრთა იყო, ერთის ფრთა ხუთი წყრთა იყო და ოთახის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. 12მეორე ქერუბიმის ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და დარბაზის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და პირველი ქერებუმის ფრთას ეხებოდა. 13ამ ქერუბიმების ფრთები 20 წყრთაზე იყო გაშლილი, ისინი ფეხზე იდგნენ და სახე დარბაზისაკენ ჰქონდათ მიქცეული. 14და გააკეთა ლურჯი ფარდა, ძოწეული და მეწამული ნართისაგან, და ბისონისაგან, და ზედ ქერუბიმები გამოსახა.#გამ 26:31. 15სახლის წინ 30 წყრთის სიმაღლის ორი სვეტი დადგა, თითოეულს თავზე ხუთწყრთიანი ბუღაური ედგა. 16და დაწნა ჯაჭვები და ბუღაურებზე მიამაგრა. გააკეთა 100 ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა. 17ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას – ბოყაზი.

Currently Selected:

2 Chronicles 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy