YouVersion Logo
Search Icon

1 Chronicles 27

27
1ესენი არიან ისრაელიანები მათი რიცხვის მიხედვით, თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მოხელეები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი 24 ათასისგან შესდგებოდა. 2პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშობეყამ ზაბდიელის ძე; მის დასში 24 ათასი იყო. 3იგი იყო ფერეცის შთამომავალი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის უფროსი. 4მეორე თვის დასზე იყო დოდაი ახოხელი, მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მის დასში 24 ათასი იყო. 5მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენაია, იეჰოიადაყ მღვდლის ძე, მის დასშიც 24 ათასი იყო. 6ეს ბენაია ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო. 7მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასაელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასშიც 24 ათასი იყო. 8მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამჰუთ იზრახელი. მის დასშიც 24 ათასი იყო. 9მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი, მის დასშიც 24 ათასი იყო. 10მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. 11მერვე თვეში მერვე იყო სიბექაი ხუშათელი, ზერახელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. 12მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანათოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. 13მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზერახელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. 14მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან, მის დასშიც 24 ათასი იყო. 15მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ღოთნიელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. 16ისრაელის შტოებზე: რეუბენის ძეთა წინამძღოლი იყო ელიყეზერ ზიქრის ძე; სიმეონიანთა – შეფატია მაყაქას ძე; 17ლევიანებისა – ხაშაბია კემუელის ძე; აარონიანთა – ცადოკი; 18იუდასი – ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა – ყომრი, ძე მიქაელისა; 19ზებულუნისა – იშმაყია, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა – იერიმოთი, ყაზრიელის ძე; 20ეფრემის ძეთა – ჰოშეაყ ყაზაზიას ძე, მანაშეს ნახევარტომისა – იოელ ფედაიას ძე; 21მანაშეს ნახევარტომისა გალაადში – იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა – იაყასიელ აბნერის ძე; 22დანისა – ყაზარელი, იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი. 2320 წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.#დაბ 15:5; 22:17; 26:4. 24იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შეიტანეს.#2მფ 24:15; 1ნშ 21:1-14. 25სამეფო საუნჯეებზე დაყენებული იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე. ხოლო იმ საუნჯეებზე, რომლებიც მინდორში, ქალაქებსა და ციხესიმაგრეებში იყო – იონათან ყუზიას ძე. 26მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ – ყეზრი, ქელუბის ძე. 27ვენახებზე – შიმეყი რამათელი, ყურძნისა და ღვინის მარაგებზე – ზაბდი შიფმელი; 28ზეთისხილსა და სიკომოროებზე, დაბლობში რომ იყო – ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე – იოყაში. 29ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ იმწყემსებოდა – შიტრაი შარონელი, ნახირზე ხეობებში – შაფატ ყადლაის ძე, 30აქლემის ჯოგებზე – ობილ ისმაელიანი; სახედართა რემებზე – იეხდეია მერონოთელი; 31ცხვრის ფარებზე – იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ, 32იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი. იეხიელი ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო. 33ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო; ხუშაი არქელი – მეფის მეგობარი იყო. 34ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენაიას ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy