YouVersion Logo
Search Icon

1 Chronicles 26

26
1კარისმცველთა დასები: კორახელთაგან: მეშელემია, კორეს ძე, ასაფის ძეთაგან. 2მეშელემიას ძენი იყვნენ: ზაქარია – პირმშო, იედიყაელი – მეორე, ზებადია – მესამე, იათნიელი – მეოთხე, 3ყელამი – მეხუთე, იეჰოხანანი – მეექვსე, ელიეჰოყენაი – მეშვიდე. 4ყობედ-ედომის ძენი: შემაყია – პირმშო, იეჰოზაბადი – მეორე, იოახი – მესამე, საქარი – მეოთხე, ნეთანელი – მეხუთე, 5ყამიელი – მეექვსე, ისაქარი – მეშვიდე, ფეყულთაი – მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.#2მფ 6:11; 1ნშ 13:14. 6მის ძეს, შემაყიას, ვაჟები ჰყავდა, რომლებიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. 7შემაყიას ძენი იყვნენ: ყოთნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი და მისი ძმები, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქია. 8ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებიანად და ძმებიანად მაგარი ვაჟკაცები იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ 62 ჰყავდა. 9მეშელემიას 18 ძე და ძმა ჰყავდა – მაგარი ვაჟკაცები. 10ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები იყვნენ: უფროსი შიმრი იყო – თუმცა პირმშო არ ყოფილა – მამამისმა არგუნა მას უფროსობა; 11ხილკია მომდევნო იყო, ტებალია – მესამე, ზაქარია – მეოთხე. ხოსას სულ 13 ძე და ძმა ჰყავდა. 12კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს, დაევალათ დაცვა, თავიანთ ძმებთან ერთად, უფლის სახლში სამსახურისთვის. 13ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. 14აღმოსავლეთის მხარე შელემიას ერგო წილად. მის ვაჟს, ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას ჩრდილოეთის მხარე შეხვდა. 15ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო, მის ძეებს – საკუჭნაოებთან. 16შუფიმსა და ხოსას დასავლეთის მხარე შეხვდათ, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას. 17აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით – დღეში ოთხი, სამხრეთით – დღეში ოთხი, საკუჭნაოებთან – ორ-ორი. 18ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან – ორნი. 19აჰა, კორახისა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები, 20ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შეწირული ნივთების საგანძურს დარაჯობდა. 21ლაყდანის ძენი, გერშონელთა შთამომავალნი ლაყდანისგან. ისინი იყვნენ მამისსახლთა თავკაცები იეხიელთაგან. 22იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის ტაძრის საგანძურს დარაჯობდნენ 23ყამრამელებთან, იცჰარელებთან, ხებრონელებთან და ყუზიელებთან ერთად. 24შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, საგანძურის მთავარი ზედამხედველი იყო. 25მის ძმას, ელიყეზერს, ერთი ძე ჰყავდა – რეხაბია; მისი ძე იყო ესაია, მისი ძე იყო იორამი, მისი ძე იყო ზიქრი, მისი ძე იყო შელომითი. 26ეს შელომოთი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა მთელ შეწირულ განძეულს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შეწირეს. 27ომის ნაალაფრიდან სწირავდნენ ისინი უფლის ტაძრის შესაკეთებლად. 28ყველაფერი, რაც სამუელ მხილველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო. 29იცჰარელთაგან ქონანია და მისი ძენი ისრაელიანთა საგარეო სამსახურში იყვნენ განწესებულნი მოხელეებად და მსაჯულებად. 30ხებრონელთაგან: ხაშაბია და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, 1700 სული, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანეს გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისათვის. 31ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად, თავიანთ მოდგმასა და მამისსახლში, დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში. 32მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, 2700 იყვნენ – მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მანაშეს ნახევარტომში გაამწესა ღვთისა და მეფის ყველა საქმეზე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in