YouVersion Logo
Search Icon

1 Chronicles 25

25
1დავითმა და მისი ჯარების მთავრებმა ამოირჩიეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი განსაკუთრებული სამსახურისთვის, რომელთაც უნდა ეწინასწარმეტყველათ და დაკრათ ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე. აი მათი რიცხვი და მოვალეობა. 2ასაფის ძენი: ზაქური, იოსები, ნეთანია, ასარელა. ასაფის ძეთა ლოტბარი თვით ასაფი იყო. იგი წინასწარმეტყველებდა და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. 3იედუთუნისგან იყვნენ იედუთუნის ძენი: გედალია, ცერი, ესაია, ხაშაბია, მათითია, შიშა – ეს ექვსნი, თავიანთი მამის, იედუთუნის, ხელქვევით იყვნენ, რომელიც ბობღანზე ასრულებდა უფლის ქება-დიდებას. 4ჰემანისგან – ჰემანის ძენი: ბუკია, მათანია, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი. 5ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის ნათელმხედველი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს 12 ვაჟი და სამი ასული მისცა. 6ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის მსახურებისათვის. ასაფი, იედუთუნი და ჰემანი უშუალოდ მეფისაგან იღებდნენ ბრძანებებს. 7უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად 288 იყო. 8სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, ოსტატმა და შეგირდმა. 9პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის; მეორე – გედალიას; ის, მისი ძმები და შვილები თორმეტნი იყვნენ. 10მესამე – ზაქურს, მისი ძენი, და ძმები თორმეტნი იყვნენ. 11მეოთხე – იეცერს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი იყვნენ. 12მეხუთე – ნეთანიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 13მეექვსე – ბუკიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 14მეშვიდე – იესარელას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 15მერვე – ესაიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 16მეცხრე – მათანიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 17მეათე – შიმეყის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 18მეთერთმეტე – ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 19მეთორმეტე – ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 20მეცამეტე – შუბაელს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 21მეთოთხმეტე – მათითიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 22მეთხუთმეტე – იერემოთს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 23მეთექვსმეტე – ხანანიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 24მეჩვიდმეტე – იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 25მეთვრამეტე – ხანანის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 26მეცხრამეტე – მალოთის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 27მეოცე – ელიათას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 28ოცდამეერთე – ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 29ოცდამეორე – გიდალთის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 30ოცდამესამე – მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. 31ოცდამეოთხე – რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy